„რეალმა“ თვალი შვაინშტაიგერსაც დაადგა
გერმანული საინფორმაცია წყაროების ინფორმაციით ფლორენტინო პერესს ბასტიან შვაინშტაიგერის შეძენა აქვს განზრახული და ცოტა ხანში მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს...
გერმანელი ფეხბურთელისთვის წლევანდელი სეზონი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, ბასტიანმა ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო, ამასთად ერთად იგი ვერცხლის სინს და გერმანიის თასაც დაეუფლა, რაც თავისთავად უდიდესი წარმატების მანიშნებელია, ბაიერნის ამხელა წარმატებაში შვაინშტაიგერის წვლილი უდიდესი გახლავთ, სწორედ ამან განაპირობა პერესის ინტერესი, რომელიც როგორც ჩანს სულ მალე გახდება ბაიერნის ხელმძღვანელობისთვის აშკარა.
სამეფო კლუბის პრეზიდენტი რამდენიმე დღეში გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით გაფრენას გეგმავს, ამ შემთხვევაში საქმე ეხება სტადიონი ინფრასტრუქტურის საკითხებს და არა ფეხბურთელს, მაგრამ როგორც ჩანს ფლოროს დროის გამოყენება სურს და „ბუნდესლიგის“ ჩემპიონებთან შეხვედრასაც გეგმავს, სადაც საუბრის თემა სწორედ გერმანელი ნახევარმცველი იქნება.
- 8 ივნისი 2013
- 1 944
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.