იგუაინი იბრძოლებს
მადრიდის "რეალის" ფორვარდი გონსალო იგუაინი ვერ ხედავს ცუდს კონკურენციაში.
იგუაინმა გასულ სეზონში ყველას აჩვენა, თუ რას ნიშნავს "რეალისთვის". მან 34 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა.
მიუხედავად იმისა, რომ ქარიმ ბენზემას მოსვლის შემდეგ მას გაუჭირდება ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა, "პიპიტა" ვერ ხედავს ამაში ცუდს.
"რეალში" დიდი კონკურენციაა და ეს ნორმალურია" – აცხადებს იგუაინი.
"მზად ვარ ვიბრძოლო სასტარტოში მოსახვედრად. ამის უფლება ყველა ფეხბურთელს აქვს. სწორედ ამისთვის ვართ აქ".
"ბავშვობაში მხოლოდ "რეალზე" მესმოდა ამბები. ყოველ წელს ამ გუნდში ერთი საუკეთესო თავდამსხმელი მოდიოდა. ყველა ტოპ–კლუბი შეტევის გაძლიერებაზე ფიქრობს, რადგან ესაა მათი ფილოსოფია".
"რეალში" თამაშობდა რონალდო. ხალხი მას მადარებდა, როცა "სამეფო კლუბში" გადმოვდიოდი. ეს არასწორი იყო. მე მხოლოდ დამწყები ფორვარდი ვიყავი, რონალდო კი – უდიდესი ფორვარდი" – განაცხადა "პიპიტამ".
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 8 ნოემბერი 2009
- 1 376
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.