ბენზემა ზიზუს „ცხრიანია“
ფლორენტინო ეკითხება ზიდანს: „ვის შეძენას ვაპირებთ ცენტრალური თავდასხმელის პოზიციაზე?“
აღნიშნული კითხვა, 2009 წელშიც აქტუალური იყო, როდესაც დონ პერესი მესამედ აირჩიეს „რეალის“ პირველ პირად.მაშინ, მადრიდული გრანდი, ერთბაშად რამდენიმე ტოპ-ფორვარდს უმიზნებდა, თუმცა უშედეგოდ.იმ დროს მოკაშკაშე ვილიამ და ფორლანმა, „ბლანკოსში“ გადმოსვლაზე უარი თქვეს.ბოლოს კი, ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ზიზუმ ურჩია „ლიონის“ ლიდერის, კარიმ ბენზემას ყიდვა, რომელიც ჩინებულად გამოდიოდა საფრანგეთში.
ფლორენტინომ ზიდანის სიტყვებს ყური უგდო და მყისვე გაფრინდა „მამალთა“ ქვეყანაში, წინახაზელის გადმოსაბირებლად.სოლიდური თანხის გადახდის შემდეგ, კარიმი მადრიდელი გახდა.
დღეს, როდესაც ფლორენტინოს მეოთხედ ირჩევენ და პიპიტა მიდის, ზიდანი კვლავ ანალოგიურად ფიქრობს: „ბ-ნო პრეზიდენტო, მსოფლიოში საუკეთესი 9 ნომერი, სწორედ კარიმია“ - ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ მომავალი ფორმაციის „ბლანკოსში,“ შეტევის ძირითადი ბირთვი, ბენზემას ხელთ იქნება.
დიადი ფრანგის აზრით, ანჩელოტის მოსვლის შემთხვევაში, ყოფილი „ლიონელი,“ საუკეთესოდ ათამაშდება.
marca.com
- 7 ივნისი 2013
- 3 089
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.