ელგერა : "მიყვარს მადრიდისტები"
ივან ელგერა, რომელიც წლების წინ გამოდიოდა მადრიდის რეალის შემადგენლობაში ჟურნალისტებს შეხვდა და სამეფო კლუბზე ძალიან დადებითად ისაუბრა...
"მინდა გითხრათ, რომ მადრიდისტობა ძალიან მძიმეა, მაგრამ თითოეულ ფეხბურთელს ესპანეთის დედაქალაქურ კლუბში გატარებული დრო ტკბილად ახსენდება, მე ვფიქრობ, რომ ეს არის კარიერის პიკი. როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს "ბლანკოსი" და რა კრიზისსაც არ უნდა განიცდიდეს, ეს არის გუნდი, რომელიც თითოეული მოთამაშის გულში მუდამ არსებობს."
"დარწმუნებული ვარ სამეფო კლუბი კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება და პროგრესი ყველასთვის თვალნათლივი გახდება, მადრიდელი ინჩასები ადგილობრივი კლუბის დიდ წარმატებას ნამდვილად იმსახურებენ."
- 5 ივნისი 2013
- 1 456
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.