იგუაინი მარადონას მადლიერია
გონსალო იგუაინი, რომელიც მეოთხე სეზონს ატარებს მადრიდის "რეალში" უკვე ითვლება გუნდის ერთ–ერთ წამყვან მოთამაშედ. "El Mundo"–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მადლიერია დიეგო მარადონასი, რადგან მას მისცა შანსი ეთამაშა არგენტინის ეროვნულ ნაკრებში.
"ნაკრებში თამაში დიდი სიამოვნებაა"
"მე ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი, რადგან მსურდა მოვხვედრილიყავი არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში. თავიდან ყველაფერი უშედეგოდ მიმდინარეობდა, მაგრამ შემდეგ ბევრმა შრომამ შედეგი გამოიღო და მარადონამაც ნაკრებში მიხმო. ვფიქრობ მონდომებამ ძალიან დიდი სამსახური გამიწია".
"ატლეტიკოსთან" შეხვედრა
"კიკე სანჩეს ფლორესის მოსვლის შემდეგ "ატლეტიკოში" ბევრი რამ შეიცვალა და გუნდიც უკეთ გამოიყურება. "როხიბლანკო" "ვისენტე კალდერონზე" ძალიან სახიფათო გუნდია. მათ "ჩელსისთან" ძალიან ხარისხიანი თამაში აჩვენეს".
"ალკორკონი"
"ის, რაც "ალკორკონთან" მოგვივიდა აღარ განმეორდება. "რეალი" ამას აღარ გაიმეორებს. იმ შეხვედრაში არ მითამაშია, მაგრამ ვგრძნობდი, რაც მოედანზე ხდებოდა".
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 7 ნოემბერი 2009
- 2 608
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.