Sunday Times: "150 მლნ. ბეილისა და სუარესის სანაცვლოდ”
ინგლისური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფლორენტინო პერესი იმაზე ადრე მოახერხებს ბეილისა და სუარესის შეძენას, ვიდრე ამას გულშემატკივრები ვარაუდობენ.
Sunday Times-ის ჟურნალისტებმა, დანკან კასტელსმა და ჯონ კარლინგმა გამოაქვეყნეს ორი სტატია. პირველი წერს, რომ ფლორენტინო მზად არის 100 მლნ. ევრო გადაიხადოს გარეთ ბეილში, ხოლო მეორე წერს, რომ ბლანკოსის პრეზიდენტი 46 მლნ. ევროს სთავაზობს ლივერპულს სუარესის სანაცვლოდ. სწორედ ასე აღნიშნავს ფლორენტინო მეორე ვადით გაპრეზიდენტებას.
წინა კვირას მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ნეიმარის შეძენა მადრიდის რეალს 150 მლნ. ევრო უჯდებოდა, რაც არანორმალური თანხაა ამ ფეხბურთელისათვის. სამეფო კლუბის თავკაცი აღნიშნული თანხის გამოყენებას ორი მაღალი დონის ფეხბურთელში გეგმავს, რომლებთანაც რისკი შედარებით ნაკლებია, ვიდრე ნეიმართან, რადგან ბეილმაც და სუარესმაც ბრწყინვალედ იციან ევროპული ფეხბურთის გემო.
- 4 ივნისი 2013
- 2 975
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.