”რეალ”ური გარიგება
”მადრიდის რეალი” შეტევაზე გადადის.
”მადრიდის რეალმა” გუშინ საღამოს ”ტოტენჰემს” შემდეგი სახის შეტყობინება გაუგზავნა: ”ბეილის წასაყვანად მოვდივართ”.
კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა სახალხოდ დაადასტურა, რომ პირველ რიგში ესპანური გრანდი დაინტერესებულია ბეილის შეძენით და რომ მომავალ კვირას ისინი ოფიციალურ შეთავაზებასაც გააკეთებენ. მან ესპანურ ტელევიზიას განუცხადა: ”ბეილი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია, ხოლო ”მადრიდის რეალს” ასეთი ფეხბურთელები მუდამ იზიდავს”
”ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი შემადგენლობა, მაგრამ ეს აუჩქარებლად უნდა გავაკეთოთ-ასე რომ ოფიციალურ შეთავაზებას მომდევნო კვირას გავაკეთებთ.”
პერესის სიტყვას მუდამ აქვს ფასი, ვინაიდან ის საფეხბურთო სამყაროში ცნობილია საინტერესო ტრანსფერების განხორციელებით, ისეთების, როგორიცაა ლუიშ ფიგუ, ზინედინ ზიდანი, დავიდ ბექჰემი და კრიშტიანო რონალდუ.
მან გააფრთხილა საზოგადოება, რომ შეიძლება ეს ტრანსფერი დროში გაიწელოს, ისე როგორც წინა სეზონში ლუკა მოდრიჩის გადმოყვანა, მაგრამ ასევე გააფრთხილა ყველა, რომ ”მადრიდის რეალს” არსად ეჩქარება და რომ ის საბოლოოდ მაინც იყიდის გარეთ ბეილს.
პერესმა ასევე განცხადება გააკეთა კრიშტიანო რონალდუსთან დაკავშირებით:
”მე მჯერა, რომ რონალდუ თავის კარიერას ”მადრიდის რეალში” დაასრულებს.”
- 4 ივნისი 2013
- 4 628
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.