ვენგერი პიპიტას ითხოვს
The Sun-ის ინფორმაციით არსენ ვენგერმა არსენალის ხელმძღვანელობას ულტიმატუმი წაუყენა, ფრანგ სპეციალისტს წინა ხაზის გაძლიერება გონსალო იგუაინით სურს...
"მეთოფეებს" წინა ხაზში აშკარა პრობლემები აქვთ, რის გამოც აუცილებელია მინიმუმ 1 მაღალკვალიფიციური ფეხბურთელის დამატება. არსენი კი ფიქრობს, რომ გონსალო იგუაინის ვარიანტი იდეალურია, რადგან არგენტინელს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც მან მადრიდის "რეალში" თამაშისას მიიღო, იგი მთელი 7 წლის მანძილზე ირჯებოდა "ბლანკოსის" რიგებში, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად."
"მადრიდის რეალი იგუაინის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის, უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ პიპიტას შეძენის მთავარი პრეტენდენტი ტურინის იუვენტუსი 22 მილიონი ევროს გადახდაზე თანახმაა, მაგრამ ფინანსური დეტალები ვერ თანხმდება, პერესი გამალებით მოითხოვს შეთავაზებული თანხის 8 "ლიმონით" გაზრდას."
"თუკი არსენალის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა საკუტარი ბიუჯეტის 30 მილიონით შეთხელება, არგენტინელი გეზს სწორედ ლონდონისკენ აიღებს და არა "ბებერი ქალბატონისკენ", სადაც მას დიდი მოთმინებით ელოდებიან."
- 4 ივნისი 2013
- 1 634
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.