ნეიმარი : "კაკასთან ინტენსიური საუბრები მქონდა"
ბრაზილიელი ნეიმარი, რომელიც სულ ცოტა ხნი წინ კატალონიის ბარსელონას საკუთრება გახდა, ჟურნალისტებს შეხვდა...
"მინდა გითხრათ, რომ მადრიდის "რეალში" გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ იქაურობა ბურუსით იყო მოცული, არ ვიცოდი რჩებოდა თუ არა ჟოზე მოურინიო, პორტუგალიელის წასვლის შემდეგ კი საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი, რომ ავირჩიე ბარსა და არა რეალი, იმიტომ რომ დღესაც არ არის ცნობილი თუ ვინ უთავკაცებს სამეფო კლუბს და როგორი შეხედულება ექნებოდა მას ჩემზე."
"ევროპაში გადმობარგება არც ისე იოლი საქმე იყო, ინტენსიური საუბრები მქონდა რიკარდო კაკასთან, რომელიც ჩემი მეგობარია, მას არაერთხელ უთქვამს ჩემთვის, რომ აუცილებლად უნდა მეთამაშა "ბლანკოსის" რიგებში, ეს კარგი იქნებოდა როგორც ჩემი კარიერული წინსვლისთვის, ასევე თავად "ბლანკოსისთვის", მაგრამ ცალსახად ვხედავდი, რომ დედაქალაქურ კლუბში თვით რიკარდო კაკასაც არ სწყალობდნენ, რომელიც ჩემზე ბევრად მაღლა დგას, როგორც გამოცდილების ასევე მოგებული ტიტულების მხრივ, სწორედ ამიტომ ხდებოდა ტრანსფერის გაჭიანურება."
"ბედნიერი ვარ, რომ "ბლაუგრანაში" მოვხვდი, ამ ეტაპზე მე უკვე ბარსელონელი ვარ და ამ გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ, დღეიდან ნამდვილად აღარ ვიფიქრებ ესპანეთის დედაქალაქში ასპარეზობაზე."
- 4 ივნისი 2013
- 3 467
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.