ვერატი კვლავ დღის წესრიგშია
მოგეხსენებათ, გუნდი უკვე დატოვა მიკაელ ესიენმა, ასევე მიდის საუბრები რომ შესაძლოა წავიდეს ჩაბი ალონსო. მართალია თავად ფეხბურთელი ამ ინფორმაციას უარყოფს, მაგრამ პრესა აჭრელებულია მის წასვლასთან დაკავშირებული "ნიუსებით"...
იმ შემთხვევაში თუ გუნდს ალონსო დატოვებს, სამეფო კლუბი აუცილებლად ეცდება პარისენჟერმენში მოთამაშე ახალგაზრდა ვერატის შეძენას, რომელიც აწ უკვე განვლილ სეზონში ბრწყინვალე შთაბეჭდილებას ტოვებდა, კარლო ანჩელოტიმ ამ ფეხბურთელს მწვანე აუნთო და არც მოთამაშემ დააყოფნა, ვერატის დღესდღეობით ამომავალ ვარსკვლავს უწოდებენ.
ფეხბურთელის ფასი 14-იდან 20 მილიონ ევრომდე მერყეობს, რომლის გადახდაც ფლორენტინო პერესს თავისუფლად შეუძლია, მაგრამ მთავარი ის იქნება, თუ ვინ ჩაიბარებს სამეფო კლუბს და ვინ გამოთქვამს სურვილს ამ ფეხბურთელის შეძენის.
თუკი "ბლანკოსი" კარლო ანჩელოტიმ ჩაიბარა, სამეფო კლუბი საფრანგეთის დედაქალაქს ოფიციალური დელეგაციით ეწვევა და მოლაპარაკებების წარმოებას ინტენსიურ სახეს მისცემს, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 3 ივნისი 2013
- 1 764
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.