"მადრიდის ატლეტიკო " VS "მადრიდის რეალი"-preview

კლუბის სრული სახელი: Club Atletico de Madrid, S.A.D.

დაარსების თარიღი: 1903 წელი

სტადიონი: "ვისენტე კალდერონი"

ტევადობა: 55 858 მაყურებელი

კლუბის პრეზიდენტი : ენრიკე სერესო.

მთავარი მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი.

მიღწევები: ესპანეთის ცხრაგზის ჩემპიონი, სამეფო თასის ათგზის მფლობელი, თასების თასის მფლობელი (1962), საკონტინენტთაშორისო თასი (1974), ესპანეთის სუპერ თასის სამგზის გამარჯვებული (1940, 1951, 1985), სეგუნდა დივიზიონის ჩემპიონი (2002).


ზედმეტსახელი:
Colchoneros , Rojiblancos.

7 ნოემბერს, რომელიც როგორც ბოლო დღეებში გახდა ცნობილი უკვე აღარაა კალენდარში წითლად აღნიშნული, ქალაქი მადრიდი ორ მოწინააღმდეგე ბანაკად გაიხლიჩება. „თეთრებად“ და „წითელ–თეთრებად“, „ბლანკოსებად“ და „როხაბლანკოსებად“ .

ეს დაპირისპირება, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნისაა ესპანეთის ჩემპიონატის, კერძოდ კი ლა ლიგის ერთ–ერთი ღირშესანიშნავი მოვლენაა ელ კლასიკოსთან ერთად. მადრიდული დერბი ყველა ცოცხალი არსებისთვის მთაცაა , მიწაც და ყველაფერიც. ლა ლიგის ფარგლებში მეტოქეები ერთმანეთს 145–ჯერ დაუპირისპირდნენ, „რეალს“ საგრძნობი უპირატესობა აქვს:77 მოგება, 32 ფრე და 35 წაგება.


"მადრიდის ატლეტიკო "  VS "მადრიდის რეალი"-preview


ეს მეტოქეობა საფუძველს შორეულ წარსულში იღებს (საფეხბურთო გაგებით, თორემ ასი წელი სულაც არაა ასე შორეული). როგორც ცნობილია, ამ დაპირისპირების ასეთ პრინციპულობას სოციალური მიზეზები განაპირობებს. „ატლეტიკო“ ქალაქ მადრიდის მუშათა კლასის კლუბია, ხოლო „რეალი“ კი ქალაქის ელიტარული საზოგადოების. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ეს დამოკიდებულება ბოლო წლებში პირობითია, ვინაიდან ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამე შეიცვალა, როგორც ერთ, ასევე მეორე კლუბში.


"მადრიდის ატლეტიკო "  VS "მადრიდის რეალი"-preview



ამ დროისთვის კლუბები დიამეტრულად განსხვავებულ პოლუსებზე იმყოფებიან, „ატლეტიკო“ გასავარდნ ზონაშია– მე–18 ადგილი– მოქცეული, ამის მიზეზი მის მიერ ნაჩვენები საშინელი თამაშია: 4 წაგება, 4 ფრე და მხოლოდ ერთადერთი მოგება. „ატლეტიკო“ პრიმერაში გაშვებული გოლების მხრივ ლიდერობას არავის უთმობს–19 გაშვებული გოლი. თვით „ხერესმაც“ კი შედარებით ნაკლები გოლი გაუშვა ამ ხნის განმავლობაში–16 გოლი. განვლილი ორი თვის მანძილზე „როხაბლანკოსები“ გახდნენ პრიმერას პირველი მერცხლები, რომლებსაც მწვრთნელი შეეცვალათ. ასევე , „ატლეტიკო“ გახდა პირველი ესპანური კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი–ოფში გასვლის შანსი დაკარგა. მათ ასეთ საშინელ სტარტს ალბათ არცერთი ფეხბურთის მოყვარული არ მოელოდა. ასეა თუ ისე, დღევანდელი სიტუაცია ბევრი რამით გავს ათი წლის წინანდელ სიტუაციას, როცა „როხაბლანკოსების“ იმ შემადგენლობამ, რომელსაც შეეძლო ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა, „შეძლო“ და ლა ლიგა გასავრდნ ზონაში დაასრულა.


"მადრიდის ატლეტიკო "  VS "მადრიდის რეალი"-preview


აი, ასეთი არათანაბარი სიტუაციაა მატჩის წინ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაჭრილი მხეცი ორმაგად საშიშია. დერბი დერბია და აქ არა აქვს მნიშვნელობა თუ რომელ ადგილზე იმყოფება ესა თუ ის მადრიდული კლუბი. სატურნირო მდგომარეობის გამო ეს შეხვედრა არასდროს არ გამხდარა ნაკლებად პრინციპული. ამასთანავე მოსისხლე მტრის „რეალის“ დამარცხებით და ამით ათწლიანი მოუგებელი სერიის დასრულება, შესანიშნავი შანსი იქნება გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციისთვის.


"მადრიდის ატლეტიკო "  VS "მადრიდის რეალი"-preview


ასევე უპრიანი იქნება, თუ გამოვყოფდით ინდივიდუალურ დაპირისპირებებს. უპირველეს ყოვლისა, აღნიშვნის ღირსია კიკე სანჩესის პიროვნება, რომელიც 1994 წლიდან 1996 წლამდე „მადრიდის რეალის“ რიგებში მარცხენა მცველის პოზიციაზე ირიცხებოდა. ვის არ მოუნდება ყოფილი კლუბის დამარცხება? „ხეტაფეში“ და „ვალენსიაში“ კიკე ამას შესანიშნავად ართმევდა თავს. გარდა ამისა, „ატლეტიკოს“ ორი ფეხბურთელის კარიერის გარკვეული პერიოდი პირდაპირ კავშირშია „რეალთან“–ხოსე ანტონიო რეიესი გამოდიოდა „რეალში“ 2006/07 წლებში, ასევე კიდევ ერთი ხოსე, ხურადო, რომელიც სკანდალურად გადავიდა სამი წლის წინ პრინციპიალური მეტოქის ბანაკში.


"მადრიდის ატლეტიკო "  VS "მადრიდის რეალი"-preview



აი კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტები

რაული და კიკე სანჩესი 1994–დან 1996 წლამდე ერთად გამოდიოდნენ „მადრიდის რეალში“. იმ დროს „რეალის“ მწვრთნელი იყო ხორხე ვალდანო, სწორედ „ფილოსოფოსის“ ინიციატივით კიკე „ვალენსიიდა“ „რეალში“ გადაბარგდა.

რუუდ ვან ნისტელროი და დიეგო ფორლანი ორი წლის განმავლობაში ერთად თამაშობდნენ მანჩესტერ იუნაიტედი შემადგენლობაში (2002–დან 2004 წლამდე).

ასევე იგივე დიეგო ფორლანი სამი სეზონის განმავლობაში (2004–დან 2007 წლამდე) გამოდიოდა „ვილიარეალში“ მანუელ პელეგრინის ხელმძღვანელობის ქვეშ.

სერხიო აგუერო და გონსალო იგუაინი – ორივე არგენტინის ეროვნული ნაკრების წევრია.

სიმაუ საბროსა, პეპე და კრიშტიანო რონალდუ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების რიგებში გამოდიან. სიმაუ და რონალდუ სხვადასხვა დროს სწავლობდნენ „სპორტინგის“ ახალგაზრდულ აკადემიაში.

ხაბი ალონსო, ალვარო არბელოა და ფლორან სინამა–პონოლი 2006/07 წლებში „ლივერპულში“ ერთად თამაშობდნენ.

ასუნსაო და პეპე ორი სეზონის განმავლობაში „პორტუში“ ერთად თამაშობდნენ.


„რეალისა“ და „ატლეტიკოს“ ისტორიაში 26 ფეხბურთელია ისეთი , რომელიც ორივე კლუბში თამაშობდა, აქედან 24 ფეხბურთელი პირდაპირი ტრანსფერის შედეგად მოხვდა ერთი კლუბიდან მეორეში.


მათ შორისაა: რამონ მორენო გროსსო, უგო სანჩესი, ბერნდ შუსტერი, ხუან ედუარდო ესნაიდერიდა სანტიაგო სოლარი. „რეალის“ აღზრდილი გარსია კალვო ხუთი სეზონის განმავლობაში თამაშობდა „ატლეტიკოში“ და იყო კლუბის კაპიტანი. ბოლო ურთიერთგაცვლა განხორციელდა 2007 წელს, როცა ხოსე ანტონიო რეიესი აღმოჩნდა „ატლეტიკოში“.

"მადრიდის ატლეტიკო "  VS "მადრიდის რეალი"-preview

შედარებით ცნობილი მწვრთნელი, რომელიც ორივე კლუბს წვრთნიდა არის რადომირ ანტიჩი. „რეალში“ მან ორი წელი იმუშავა 1990–დან 1992–მდე, მაგრამ უშედეგოდ, ხოლო „ატლეტიკოში“ კი ხუთი წელი დარჩა. 1995/96 წლის სეზონში „ატლეტიკომ“ ანტიჩის ხელმძღვანელობით ოქროს დუბლი გაიფორმა , მოიგო რა სამეფო თასი და ესპანეთის ჩემპიონატი. ეს ამ მომენტისთვის „ატლეტიკოს“ ბოლო მიღწევებია, ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ანტიჩი წვრთნიდა კატალონიის „ბარსელონას“ და ამ მხრივ გვევლინება ერთადერთ ადამიანად, რომელმაც ესპანური ფეხბურთის სამივე გრანდში იმუშავა.

ასევე აღნიშვნის ღირსია არიგო საკი, რომელიც 1998/99 წლების სეზონში „ატლეტიკოში“ მუშაობდა , ხოლო შვიდი წლის შემდეგ „რეალში“ დაინიშნა სპორტულ დირექტორად.

"მადრიდის ატლეტიკო "  VS "მადრიდის რეალი"-preview

შეუძლებელია ვილაპარაკოთ „ატლეტიკოზე“ და „რეალზე“ და არ შევეხოთ რაულს, რომელიც „ატლეტიკოს“ კანტერაში ირიცხებოდა ერთი პერიოდი. თუ გავრცელებულ ლეგენდებს დავუჯერებთ, სწორედ იმ პერიოდის დროინდელი „ატლეტიკოს“ პრეზიდენტის რეფორმების შედეგად , რაული „რეალში“ აღმოჩნდა და ნამდვილ ღამის კოშმარად იქცა „ატლეტიკოს“ კარის დარაჯებისთვის.


„როცა მე რაულს თეთრ ფორმაში ვხედავ თვალები სისხლით მევსება. ვინაიდან შეიძლება ის „ატლეტიკოს“ სიმბოლო გამხდარიყო.“


"მადრიდის ატლეტიკო "  VS "მადრიდის რეალი"-preview


მოკლედ შემადგენლობაზე (ყველაზე ხშირად გამოყენებადი სათამაშო ფორმატი: 4–4–2)

გოლკიპერი: კარში სერხიო ასენხო დადგება. აღსანიშნავია, რომ „ატლეტიკო“ ერთადერთი კლუბია ევროპაში, რომელსაც განაცხადში ოთხი გოლკიპერი ყავს შეყვანილი, აქედან სამმა უკვე მიიღო სათამაშო გამოცდილება. უნდა ითქვას, რომ სამივე ძალიან ნიჭიერი ბიჭები არიან: ასენხო ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების გოლკიპერია. დავიდ დე გეა შესაბამისა 18 წლამდელთა ასაკის ფებხურთელთა ნაკრებში თამაშობს გოლკიპერად, მაგრამ კარში მაინც მოსალოდნელია , რომ ასენხო დადგება, რომელიც ამ ზაფხულს „ბარსელონას“ ცხვირწინ ააცალეს.


"მადრიდის ატლეტიკო "  VS "მადრიდის რეალი"-preview


დაცვა: ყველაზე მხიარული დაცვითი ხაზი ესპანეთში. 19 გაშვებული გოლი ესპანეთის მასშტაბით „საუკეთესო“ მაჩვენებელია. ოპტიმალური მცველთა შეთანაწყობა ჯერ არაა არჩეული.

ნახევარდაცვა: კიკეს პრობლემა ნომერი ორი. ერთადერთი მაღალი კლასის ჩამშლელი ასუნსაო დღეს საღამოს ვერ ითამაშებს. ამის მიზეზი დაგროვილი ყვითელი ბარათების რაოდენობაა. ასუნსაოს როლი მოედნის ცენტრში „ატლეტიკოსთვის“ დიდია, ამას ნათლად დავინახავთ, თუ წინა სეზონს გადავავლებთ თვალს.


"მადრიდის ატლეტიკო "  VS "მადრიდის რეალი"-preview


თვდასხმა: ყველაზე სახიფათო, როგორც ყოველთვის , ამ პოზიციაზე იქნება დიეგო ფორლანი. გამოვა თუ არა მოედანზე სერხიო აგუერო, რომელმაც „ჩელსისთან“ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, ჯერჯერობით უცნობია. კიკე თავს იკავებს, მაგრამ მიუხედავად ამისა აგუერო მაინცაა შეყვანილი განაცხადში.


მწვრთნელი: კიკე სანჩესი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ 1994–1996 წლებში „რეალის“ შემადგენლობაში გამოდიოდა. 66 თამაში და 2 გატანილი გოლი. 1995 წლის ესპანეთის ჩემპიონი. რობერტო კარლოსის გამოჩენამდე „რეალის“ მარცხენა ფლანგის ბატონ–პატრონი იყო. „რეალი“ ლეგენდა არაა, მაგრამ კლუბში თავისი კვალი მაინც დატოვა.


"მადრიდის ატლეტიკო "  VS "მადრიდის რეალი"-preview


მოდით ბოლოს რამდენიმე საინტერესო ფაქტები გავიხსენოთ მწვრთნელებთან დაკავშირებით:

კიკე სანჩესი „რეალის“ წინააღმდეგ („ხეტაფესა“ და „ვალენსიას“ მწვრთნელის რანგში) :

სულ ჩატარებული შეხვედრა: 7

მოგება: 2

ფრე: 1

წაგება: 4

კიკე სანჩესის ბოლო მოგება „რეალის“ წინააღმდეგ „ვალენსიას“ მწვრთნელის რანგში თარიღდება 21.04.2007 წლით.

მანუელ პელეგრინმა ვისენტე კალდერონზე მხოლოდ ერთხელ მოახერხა გამარჯვება.

25/09/2004 "ატლეტიკო" -"ვილიარეალი" - 1:0

30/10/2005 "ატლეტიკო" -"ვილიარეალი" - 1:1

11/11/2006 "ატლეტიკო" -"ვილიარეალი" - 3:1

04/11/2007 "ატლეტიკო" -"ვილიარეალი" - 3:4

15/03/2009 "ატლეტიკო" -"ვილიარეალი" - 3:2
.


ბოლოს კი შევხედოთ კიკე სანჩესისა და მანუელ პელეგრინის ურთიერთდაპირისპირების სტატისტიკას:

სულ შეხვედრა: 7

პელეგრინის მოგება: 4

კიკეს მოგება: 2

ფრე: 1

საინტერესო ფაქტი: მანუელ პელეგრინის კლუბს კიკე სანჩესის კლუბთან გასვლით შეხვედრაში არასდროს არ წაუგია.


"მადრიდის ატლეტიკო "  VS "მადრიდის რეალი"-preview

  • shvela
  • 7 ნოემბერი 2009
  • 2 809
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)