რამოსი : "დეპორის გავარდნა სამწუხაროა"
სერხიო რამოსის განცხადებით, ლა ლიგიდან დეპორტივოს გავარდნა ძალიან სამწუხაროა, რადგან ამ გუნდმა წინა ჩავარდნის შემდეგ კვლავ მოახერხა პრიმერაში დაბრუნება, მაგრამ როგორც ჩანს ყველაფერი რიგზე არ არის...
"იყო დრო, როდესაც ხავიერ ირურეტას გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა, არასდროს დამავიწყდება დეპორის მიერ მილანთან 4-1 განცდილი მარცხი და შემდეგ 4-0 გამარჯვება, ეს მთელი ესპანეთისთვის შოკის მომგვრელი იყო, მაშინ ლაკორუნიელებმა ყველას ანახეს, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეეძლოთ."
"არ ვიცი რა ხდება გუნდის შიდა სამზარეულოში, მაგრამ გული ძალიან დამწყდა, იმედი მაქვს მომდევნო სეზონში დეპორი კვლავ გახდება სეგუნდას ლიდერი და ლა ლიგაში გადმოინაცლებს, ამ გუნდს ძალიან მომთხოვნი გულშემატკივრები ჰყავს, იმედს გამოვთქვამ რიასორი კვლავ მიიღებს პრიმერა დივიზიონის გუნდებს."
- 2 ივნისი 2013
- 2 077
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.