დორტმუნდელები კალეხონს მეთვალყურეობენ

ხოსე კალეხონის მადრიდული კარიერა უკან-უკან მიიწევს, ფაქტია მადრიდელი მოთამაშე წელს საერთოდ ვერ დაამახსოვრდა მაყურებელს, რაც პირველ რიგში უთამაშებლობის ფაქტორმა გამოიწვია, იგი ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევდა თანაგუნდელებს, აქედან გამომდინარე მუდმივად სათადარიგოთა სკამზე უწევდა ჯდომა, რაც ფეხბურთელის კონდიციაზე თავისთავად უარყოფითად აისახა...

ამ ამბავს ისეთი დასასრული უჩანს, რომ კალეხონი "ბლანკოსს" დატოვებს და სხვა გუნდში ითამაშებს, სადაც მას გაცილებით მეტი სათამაშო დრო ექნება და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას შეძლებს.

ხოსეს ანგარიშზე წლევანდელ სეზონში 1485 წუთია, მან 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა და მატჩების 85%-ში მეორე ნახევარში შედიოდა სტადიონზე, მისი მონაგარი ამ სეზონში მეტად მწირია.

გერმანულ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით დორტმუნდის ბორუსია რამდენიმე ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს, ერთ-ერთი მიზანი კი სწორედ მადრიდელი ფეხბურთელის, ხოსე კალეხონის შეძენა იქნება. კლოპის აზრით ხოსეს ტალანტს მადრიდში ვერ აფასებენ და იგი გერმანიის ჩემპიონატში კალეხონს მაქსიმალურად დაეხმარება საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში.

თავის მხრივ არც მადრიდელები იტყვიან უარს კალეხონის გაყიდვაზე თუ დორტმუნდი სარფიან შეთავაზებას გააკეთებს, ამ მომენტისთვის ხოსეს ფასი 8-იდან 13 მილიონ ევრომდე მერყეობს, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

  • Hala
  • 2 ივნისი 2013
  • 1 512
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)