ფიგუს ქომაგების ეიმედება
სამეფო კლუბის ყოფილი მარჯვენა შემტევი ლუიშ ფიგუ, იმედოვნებს, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეკრებილი პუბლიკა, პოზიტიურად გააცილებს ჟოზე მოურინიოს.
„ყველანი ვნახავთ, რაც მოხდება.ვგონებ, მადრიდისტები მოურინიოს თბილად გააცილებენ კლუბიდან.რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომელთაც არ მოსწონთ ჟოზე, თუმცა ეს ცხოვრებაა.ქომაგები სამართლიანად უნდა მოიქცნენ.“
„იკერი და მოუ მეგობრები არიან.ორივე იმ ასაკშია, რომ დამოუკიდებლად შეუძლიათ პრობლემების გადაჭრა.ჩვენ ვსაუბრობთ მწვრთნელის გადაწყვეტილებებზე, რომელთაც აქვთ მიზეზი.არ აქვს მნიშვნელობა, მოგწონს თუ არა დამრიგებელი, პატივი უნდა სცეს მის გადაწყვეტილებას.“
„ჩემი საქმე არ არის მოურინიოს მუშაობის შეფასება.მე რიგითი ქომაგი ვარ, რომელსაც ყოველთვის სწყურია გამარჯვება, თუმცა სპორტში ყოველთვის შეუძლებელია ამის გაკეთება.“
Marca.Com
- 31 მაი 2013
- 2 628
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.