რეიესი:"რეალში" ცუდად მომექცნენ"

ხოსე ანტონიო რეიესი – ერთ–ერთი ნიჭიერი მოთამაშეა ესპანეთში. მისმა ბრწყინვალე თამაშმა "არსენალში" მას მისცა საშუალება მოქცეულიყო საუკეთესო კლუბის მადრიდის "რეალის" თვალთახედვის არეში. ასეთ გუნდში თამაშზე კი უარს არავინ ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ ფაბიო კაპელოსთან ერთად მან "რეალს" ლა ლიგა მოაგებინა, ის მაინც გაუშვეს გუნდიდან. ფეხბურთელს ვარიანტები ბევრი ჰქონდა, მაგრამ მან აირჩია... "ვისენტე კალდერონი" – გადავიდა "სამეფო კლუბის" მეტოქე "ატლეტიკოში". ხოსეს ყოველთვის სურს დერბის წინ დაამარცხოს "რეალი".

"მადრიდში ძალიან ცუდად მომექცნენ. ახლა "ატლეტიკოს" ფეხბურთელი ვარ და მსურს ყველას ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობები. ყველაზე მეტად მე მსურს ამ მატჩში გამარჯვება, ვიდრე "როხიბლანკოს" ქომაგებს. ვეცდები საკუთარი შესაძლებლობების 100% ვაჩვენო".

"თავიდან ძალიან გამიჭირდა. გულშემატკივარი ცუდი თვალით მიყურებდა, რადგან "რეალიდან" ვიყავი გადასული "ატლეტიკოში". მე ვიბრძოდი. გვერდში ჩემი ოჯახი მედგა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა, მენდობიან და მსურს სასურველ ფორმაში ჩავდგე".

"აბელ რესინო არ მენდობოდა, მაგრამ კიკე სანჩეს ფლორესის მოსვლის შემდეგ მექნება შანსები, როგორც სხვებს. კიკე ყველასთან მეგობრულადაა, რესინო კი მხოლოდ ზოგიერთთან მეგობრობდა" – განაცხადა რეიესმა.


ინფორმაციის წყარო: Goal.com

  • faqo
  • 7 ნოემბერი 2009
  • 1 447
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (233)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)