კეირუში "რეალის" საწინააღმდეგოდ იქცევა
პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კარლოს კეირუში აპირებს გამოიძახოს კრისტიანო რონალდო ეროვნულ ნაკრებში.
კეირუშის განცხადებით გუნდის კაპიტანი კრისტიანო რონალდო ბოსნიის ნაკრებთან მატჩებში გამოძახებული იქნება ნაკრებში. "რეალის" ყოფილი დამრიგებელი არ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ რონალდო ჯერ კიდევ ტრავმირებულია. კლუბშიც აცხადებენ, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავის ნაკრებში წასვლა შეუძლებელია.
"ვაპირებ კრისტიანო გამოვიძახო ნაკრებში. ვიმედოვნებ ის შეძლებს ჩვენს დახმარებას რამდენიმე წუთით მაინც" – აცხადებს კეირუში.
მწვრთნელი თვლის, რომ რონალდოსთვის აზრი არ უნდა ჰქონდეს სად გამოჯანმრთელდება. და ის სთავაზობს ამას ნაკრებში. "მოდით დავაკვირდეთ როგორ განვითარდევა ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ნაკრებთან ერთად გამოჯანმრთელდება. შესაძლოა მან საპასუხო შეხვედრაში თამაშიც შეძლოს" – განაცხადა პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 7 ნოემბერი 2009
- 2 571
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.