კანავარო: ”მადრიდში დაბრუნება დიდი ბედნიერება იქნება”

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ მარკას ჟურნალისტებთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

- როგორც ჩანს ძალიან მალე მადრიდის რეალში დაბრუნდები. ანჩელოტის მიაჩნია, რომ ბწყინვალედ შეითავსებ მისი ასისტენტის ფუნქციას და თან იმასაც ითვალისწინებს, რომ კარგად იცნობ ბლანკოსს...

- დიდი სიამოვნებით მივიღებდი ამ წინადადებას, მაგრამ სინამდვილე ის არის, რომ ჯერ არაფერი ვიცი ამის შესახებ

- რომ იყოს შემოთავაზება დათანხმდებოდი?

- რა თქმა უნდა, მადრიდის რეალში დაბრუნება დიდი ბედნიერება იქნება. სამეფო კლუბში კარიერის ბრწყინვალე წლები გავატარე, ანჩელოტის ასისტენტად მუშაობა კი ნამდვილი გამოწვევა იქნება.

- როგორ შეაფასებდით ანჩელოტის მადრიდის რეალში შესაძლო გადაბარგებას?

- დადებითად, რადგან კარლო ბრწყინვალე მწვრთნელი და პროფესიონალია. მან ეს ჯერ კიდევ მილანში დაამტკიცა, შემდეგ ჩელსიში, ახლა კი პსჟ-ს ხელმძღვანელობს ბრწყინვალედ. რაც მთავარია, ფეხბურთელები ყოველთვის კმაყოფილნი არიან მისი თამაშით და ყველა ძალიან დიდ პატივს სცემს მას.

- შენ მისი შეგირდი იყავი 96-99 წლებში, როდესაც პარმას ღირსებას იცავდი, როგორ დაახასიათებდი მას?

- მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნება შენი მწვრთნელი, კარლომ მომცა შესაძლებლობა განვვითარებულიყავი და მეთამაშა უმაღლეს დონეზე, მას ფეხბურთელებთან ინდივიდუალური მიდგომა აქვს, რათა მათგან მაქსიმუმი მიიღოს. რაც მთავარია, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, უამრავი ტიტული და ამბიცია, რაც სრულიად შეესაბამება მადრიდის რეალის მოთხოვნებს.

- რა რეოკმენდაციას მისცემდიტ ფლორენტინო პერესს?

- არ ვიცი ჩემი რეკომენდაცია სჭირდება თუ არა პერესს კარლო ანჩელოტიზე, რადგან რამდენადაც მე ვიცი სამეფო კლუბმა რამდენჯერ სცადა მისი გადაბირება და ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი სერიოზულად უყურებენ მას. კარლო ტიპიური იტალიელია, ფიცხი ხასიათით, რომელსაც უყვარს ღირსეულად თამაში და მოგება.

- ალბათ ყველაზე მეტად კაკას გაუხარდება კარლოს მადრიდში მოსვლა. აქვს მას შანსი შევიდეს იმ კონდიციებში, რომლითაც იპყრობდა ფეხბურთის გულშემატკივრების გულებს?

- რა თქმა უნდა კარლოს ხელში მას შეუძლია ისევ ჩადგეს კარგ ფორმაში, რადგან ეს ორი ადამიანი ბრწყინვალედ იცნობს ერთმანეთს და ანჩელოტიმ იცის კაკას ხასიათი. ვაკვირდები რიკარდოს თამაშს და მას აშკარად აკლია თავდაჯერებულობა და სათამაშო დრო, კარლოს კი სწორედ თავდაჯერებულობის დაბრუნება შეუძლია არა მარტო კაკასთვის, არამედ ნებისმიერი ფეხბურთელისათვის.

- რას უნდა ელოდნენ გულშემატკივრები ანჩელოტისგან?

ის არის მწვრთნელი, რომელსაც უყვარს კარგი ფეხბურთის თამაში. მისი გუნდები ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ და მათი ყურება ერთი სიამოვნებაა. რა თქმა უნდა საჭიროების შემთხვევაში აქვს თამაშის გადაწყობის ტაქტიკური მექანიზმები და ზოგადად საფეხბურტო ტაქტიკაში საკმაოდ გარკვეულია.

- მოურინიოზე რას იტყვით?

- მან სამეფო კლუბში შედეგიანი წლები გაატარა, ზედიზედ სამჯერ გავიდა ნახევარფინალში და მოიგო სამი ტიტული. მადრიდის რეალმა მას მადლობა უნდა გადაუხადოს გაწეული სამუშაოსათვის.

- თქვენი ზმა პაოლო თამაშობს ნაპოლიში კავანისთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში ხომ არ გეგმავთ მასთან გასაუბრებას ფორვარდის ტრანსფერზე?

- კავანი სრულყოფილი თავდამსხმელია. ბრწყინვალე სამუშაოს ასრულებს როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. რაც მთავარია მას აქვს შემტევისათვის ყველაზე დადებითი თვისება, ე.წ. ”მკვლელის ინსტინქტი”, რომლის საშუალებითაც ის იყენებს შექმნილი მომენტების აბსოლუტურ უმრავლესობას.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 20
2 მბაპე 17
3 რაფინია 13
4 ბუდიმირი 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (237)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)