ზიზუს მეორე მისია
კრიშტიანუ რონალდუს კონტრაქტის საკითხის პირველ პლანზე წამოწევის შემდეგ, ზინედინ ზიდანის მისია, გარეთ ბეილის გამადრიდელება იქნება.
„ტოტენჰემთან“ ფინანსური შეთანხმების საკითხზე, ხოსე ანხელ სანჩესი იმუშავებს, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ სეზონის განმავლობაში აკვირდებოდა ბეილს.მისი თქმით, უელსელი არაფრით ჩამოუვარდება რონალდუსა და მესის.
აღსანიშნავია, რომ თებერვალში ფრანგი ლეგენდა, „ლიონისა“ და „სპურსის“ შორის გამართულ დაპირისპირებას დაესწრო.ის პლატინისთან და დეშამთან ერთად ადევნებდა თვალს შეხვედრის მსვლელობას.სტადიონზე სტუმრის სტატუსით მყოფი ზიზუს ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა, გარეთზე დაკვირვება გახლდათ.
ვნახოთ, გაჩარხავს თუ არა ზინედინი ბეილის ტრანსფერს.
Marca.Com
- 30 მაი 2013
- 3 004
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.