ბეილის საკითხი 15 ივნისამდე გაირკვევა
მადრიდის რეალი 2013/14 სეზონისათვის მომზადებაზე უკვე ფიქრობს, შესაბამისად ხელმძღვანელობისათვის მნიშვნელოვანია სწრაფად განახორციელოს ტრანსფერები, რათა ახალმა ფეხბურთელებმა სრულფასოვნად გაიარონ წინასასეზონო შეკრება ახალ თანაგუნდელებთან ერთად, რაც ხელს შეუწყობს მათ სწრაფ ადაპტირებას.
ბლანკოსის მთავარი სამიზნე მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე გარეთ ბეილი იქნება, რომლის შენარჩუნებას აქტიურად ცდილობს ტოტენჰემი. თავად ფეხბურთელი კი უაღრესად რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას, რადგან ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერა ისეთი კლუბისათვის ნიშნავს უარის თქმას, როგორც სამეფო კლუბია. პროცესის დასაჩქარებლად ფლორენტინო პერესმა მამლებს და უელსელ ფეხბურთელს ულტიმატუმი წაუყენა, რომლის მიხედვითაც ესპანელი ბიზნესმენი მზად არის გადაიხადოს ინგლისული კლუბის მიერ მოთხოვნილი თანხა 70 მლნ. ევრო, მხოლოდ იმ პირობით, თუ ტრანსფერი 15 ივნისამდე განხორციელდება.
- 29 მაი 2013
- 2 067
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.