კანავარო „რეალში“ დაბრუნდება
კარლო ანჩელოტის გამადრიდელების შემთხვევაში, „რეალს“ ფაბიო კანავარო დაუბრუნდება.
„ოქროს ბურთის“ მფლობელი მცველი, ამჯერად არა ფეხბურთელის, არამედ მთავარი მწვრთნელის ასისტენტის რანგში ჩამოვა ესპანეთის დედაქალაქში.„მარკას“ ინფორმაციით, იტალიელს სპეციალისტის სურვილია, რომ თანამემამულე, რომელიც წლების განმავლობაში „ბლანკოსის“ ღირსებას იცავდა, თავისი ქვეშემრდომი გახდეს.
კარლოსა და ფაბიოს შორის, შესანიშნავი ურთიერთობა სუფევს.ფეხბურთელი 2 წლის განმავლობაში თამაშობდა კარლიტოს მეთვალყურეობის ქვეშ (პარმა 96-98 წ.წ.).ამასთანავე, კანავარო ჩინებულად იცნობს კლუბს, ესპაენურ ფეხბურთსა და გუნდის კაპიტნების მეგობარია.
ცნობისათვის, „პსჟ“-ში, ანჩელოტის ერთ-ერთი თანაშემწე, ასევე ყოფილი მადრიდელი, კლოდ მაკელელე.
Marca.com
- 28 მაი 2013
- 3 548
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.