გონსალო იგუაინი: ვეცდებით გამოვიყენოთ "ატლეტიკოს" ცუდ ფორმაში ყოფნა

გონსალო იგუაინი შეიძლება მივიჩნიოთ სპეციალისტი დერბებში."რივერ პლეიტის" შემადგენლობაში თამაშისას მას არა ერთხელ დაულაშქრავს "ბოკა ხუნიორსის" კარი.

ასევე მის პირველივე მადრიდულ დერბიში "ვისენტე კალდერონზე" მან შეძლო გოლის გატანა.არგენტინელი ფორვარდის თქმით ეს სტადიონი მას მშობლიურ არგენტინას ახსენებს."AS" თან მიცემულ ინტერვიუში "პიპიტას" იმედი აქვს,რომ "ბლანკოსი" "კალდერონიდან" კვლავ გამარჯვებული დაბრუნდება.

კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის მერე "სან სიროზე",თქვენი კლუბის მიმართ კრიტიკა შემცირდა,როგორ იცვლება ეს ყველაფერი,როცა საქმე მადრიდის "რეალს" ეხება?

ეს სიმართლეა.კარგია,რომ ჩვენ ბოლო ორი მატჩი შესანიშნავად ჩავატარეთ,იმ ერთ კვირიანი კრახის შემდეგ რაც კლუბს ჰქონდა.ზუსტადაც ჩვენ ისე უნდა ვითამაშოთ შემდგომშიც,როგორც ეს 'სან სიროზე" იყო.ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს ჩვენ თავზე სამუშაო.

გონსალო იგუაინი ყოველთვის ხვდება გუნდის როტაციაში.თვითონ პელეგრინიც კი აღიარებს რომ თქვენ ახალწვეულებს ეხმარებით ადაპტაციაში.

მე ამ ყველაფერს მშვიდად აღვიქვამ,იმიტომ რომ მე ყოველთვის იმაზე ვმუშაობ რომ მწვრთნელს დავანახო რა შემიძლია.საბედნიეროდ მე ამის შანსი ამჟამად მეძლევა.

თქვენ შეიტანეთ უდიდესი წვლილი,მადრიდული კლუბის ბოლო ორ ტრიუმფში,თუმცა ეხლა ყველაფერი ნულიდან იწყება,ახალი გუნდის შექმნიდან გამომდინარე.გიძნელდებათ?

ჩემთვის აქ იოლი არასოდეს ყოფილა,მე ყოველთვის ვიბრძვი შემადგენლობაში მოსახვედრად,მაგრამ მე შევეგუე.ეს ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია.მე არაფერს არ ვნანობ.

"რეალში" თქვენ მნიშვნელოვანი გოლები გაქვთ გატანილი,ეხლახანს კი ამის გაკეთება არგენტინის ნაკრებშიც მოახერხეთ.

მე შევძელი გამომეყენებინა მოცემული შანსი.ჩავედი,ვითამაშე და გავიტანე.მე გუნდს ძალიან კარგად შევეწყვე,ყველა ისეთი მომენტი როდესაც რაღაც გამოგდის უნდა გამოიყენო მოედანზე.

თქვენ უტანდით "ბოკას" "რივერის" შემადგენლობაში,გაუტანეთ 'ატლეტიკოს" თქვენ პირველივე დერბიში,გონსალო იგუანისთვის ესეთი მატჩები იღბლიანია

ვიმედოვნებ რომ ეს ტრადიცია გაგძელდება,შაბათს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის.თუ მოვიგებთ სანაკრებო შეხვედრებს კარგ განწყობაზე შევხვდებით.

საერთოდ ითვლება,რომ ასეთი მატჩების წინ არ აქვს მნიშვნელობა,ესა თუ ის გუნდი როგორ ფორმაშია თუმცა,ათეული წლებია "ატლეტიკო" "რეალს" ვერ უგებს,ააქვთ მათ შანსები ამჯერად?

ამჟამად 'ატლეტიკოს" ცუდი დროება უდგას,ზუსტად ამით უნდა ვისარგებლოთ ჩვენ,"რეალი" ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩება.ჩვენ გამარჯვება გვესაჭიროება.

მაგრამ 'ატლეტიკო" უკეთ გამოიყურებოდა "სან მამესზე" და შემდეგ ბრძოლა გაუმართა "ჩელსის" ჩემპიონთა ლიგაზე...

ისინი მოინდომებენ თავისი თამაშის მოხვევას ჩვენზე და თუ ეს გამოუვათ მოიგებენ,მაგრამ ჩვენ მათ ამის უფლება არ უნდა მივცეთ და დავამტკიცოთ რომ "რეალი" პირველობისთვის იბრძვის.

"ვისენტე კალდერონზე" ატმოსფეროს ყოველთვის არგენტინის სტადიონებს ადარებენ,ეთანხმებით?

კი მართალია.გულშემატკივრებით,ატმოსფეროთი და სტადიონით მართლაც არგენტინას ჰგავს იქაურობა.

და ეს ატმოსფერო თქვენ უფრო მოტივირებულს გხდით?

იგი მე არგენტინულ ფეხბურთს მახსენებს,ჩემი მოტივაციაა თამაშში მონაწილეობა და გამარჯვება თუ ეს შესაძლებელია.

რას იტყვით კუნა აგეროზე?

იგი შესანიშნავი ფეხბურთელია,რომელსაც სივრცე არ უნდა მისცე,თორემ აუცილებლად დაისჯები.მას ეს არა ერთხელ დაუმტკიცებია.ვიმედოვნებ,რომ ჩვენი მცველები მას სათანადო წინააღმდეგობას გაუწევენ.

თქვენი პირველივე ნაკრებში გამოძახება დამთავრდა აგეროს სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლებით,ის თქვენზე გაბრაზებულია?

არა.სულაც არა.ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და ვიმედოვნებ ასეც გაგრძელდება მომავალში.

თქვენი პროგნოზი შაბათის მატჩზე როგორია?

ჩვენ გამარჯვებას ვგეგმავთ და ამას თუ ლამაზი ფეხბურთის ხარჯზე მოვახდენთ უკეთესი იქნება.

წინათ "ატლეტიკო" "რეალთან" ერთად იბრძოდა ტიტულისთვის,გსმენიათ ამაზე რამე?

არა არ ვიცი,რადგან ეს დიდი ხნის წინათ იყო.ეხლა უკვე დიდი ხანია "ატლეტიკო" "რეალს" ვერ ამარცხებს და იმედია ეს წარუმატებელი სერია გაგრძელდება.

  • raul777
  • 7 ნოემბერი 2009
  • 1 539
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (233)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)