ანჩელოტის სამიზნეები
თითქმის გადაწყვეტილია, რომ სამეფო კლუბს მომავალ სეზონში კარლო ანჩელოტი უხელმძღვანელებს. გავრცელებული ინფორმაციით ის კმაყოფილია რეალის შემადგენლობით, თუმცა რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელის მოყვანას გეგმავს.
იტალიელი მწვრთნელისათვის პრიორიტეტს, რუნისა და ბეილის შეძენა წარმოადგენს. გარეთის სანაცვლოდ მადრიდის რეალმა უკვე მოამზადა 70 მლნ. ევრო, ტოტენჰემი კი თავისმხრივ მზად არის ამ თანხად გაუშვას უელსელი უნივერსალი, რომელსაც ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში, ხოლო კარიერას ის მარცხენა მცველად იწყებდა, შესაბამისად ამ პოზიციაზეც არ გრძნობს თავს არაკომფორტულად.
რაც შეეხება რუნის, ფერგიუსონის წასვლის შემდეგ გავრცელდა ხმები, რომ ინგლისელი თავდამსხმელიც დატოვებს წითელ ეშმაკებს, მისი სატრანფერო ღირებულება 40 მლნ. ევროს შეადგენს. სულ პერესი ამ ტრანსფერებში 110 მლნ. ევროს დახარჯავს.
- 27 მაი 2013
- 3 923
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.