რონალდო მადრიდში რჩება
მადრიდის "რეალის" მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ,უარი განაცხადა კრისტიანო რონალდოს გაშვებაზე სანაკრებო მატჩზე ბოსნიის წინააღმდეგ.
მიუხედავად პორტუგალიელი ვარსკვლავის მონდომებისა,რომ დაუბრუნდეს მოედანს და კვლავ გააგრძელოს გულშემატკივრების გახარება,ამის შანს მას ჯერ-ჯერობით კვლავს მისი ტრავმა არ აძლევს,ამიტომაც განუცხადა პელეგრინიმ უარი კარლოს კეირუშს რონალდოს გამოძახებაზე ბოსნიასთან მატჩზე.
"მე ბოდიშს ვუხდი კრისტიანოს და პორტუგალიის გულშემატკივრებს,მაგრამ მისმა ბოლო ვარჯიშებმა ნათლად დაგვანახა,რომ იგი კვლავ განიცდის ტკივილებს.მას სამედიცინო პერსონალი ყურადღებით აკვირდება.იგი მწყობრში მალე ჩადგება,კრისტიანო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა" განაცხადა პელეგრინიმ.
ჩილელმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა,რომ რონალდო დათრგუნული და შეწუხებულია თავისი ტრამვით,რომელიც მას გაუმიზეზდა,მაგრამ იგი იმედოვნებს რომ მალე დაუბრუნდება გუნდს.
პელეგრინის თქმით, მას კარგად ესმის პორტუგალიელების,რომლებსაც რონალდოს თამაში სურთ,თუმცა ეს შესაძლებელი რომ ყოფილიყო არც "რეალი" იტყოდა ამაზე უარს.
- 7 ნოემბერი 2009
- 2 978
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.