კარანკა რჩება
ფლორენტინო პერესის გადაწყვეტილებით კარანკას კონტრაქტი არ შეუწყდება.
აიტორს სამეფო კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს და მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა არ გეგმავს მის გაშვებას, რადგან ამ წლების განმავლობაში მან თავი წარმოაჩინა, როგორც ნამდვილმა პროფესიონალმა.
პერესის აზრით ვინც არ უნდა იყოს რეალის ახალი მწვრთნელი, კარანკას მსგავსი კადრის პოვნა გაუჭირდება, რადგან მან იცის გუნდის სპეციფიკა, რადგან წლების განმავლობაში თამაშობდა ბლანკოსში და უკვე 3 წელია არის ჟოზე მოურინიოს ასისტენტი. შესაბამისად ის ხელს შეუწყობს ახალ მწვრთნელს კლუბის ღირებულებებსა და განვითარების სტრატეგიაში გათვითცნობიერებაში.
- 24 მაი 2013
- 2 176
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.