ესიენი ”მამამისს” იცავს
განელი ნახევარმცველს სეზონის დასრულებისთანავე იჯარა დაუმთავრდება და ჩელსიში დაბრუნდება, სადაც მას ჟოზე მოურინიოც გაყვება. ესიენმა არ დაიშურა თბილი სიტყვები პორტუგალიელი მწვრთნელის მიმართ, რომელსაც ის მამას უწოდებს.
”მოურინიო ძალიან კარგი მწვრთნელია და მის ფასს მხოლოდ მაშინ გაიგებ, როდესაც მასთან ერთად იმუშავებ. მას აქვს ის, რაც დანარჩენ სპეციალისტებს არ აქვთ. მისი მთავარი თვისება ის არის, რომ შეუძლია მაქსიმუმი გამოწუროს ფეხბურთელებისაგან. ჟურნალისტები მას ბრალს სდებენ მოსაწყენ თამაშში, თუმცა ის არის ადამიანი, რომელსაც სურს გუნდმა რაც შეიძლება მეტი გაიტანოს და ყველაზე მეტი ქულა დააგროვოს.”
- 24 მაი 2013
- 2 464
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.