"კასტილიას" 15-მდე ფეხბურთელი დატოვებს
როგორც მოსალოდნელია, წინასასეზონო მომზადების პერიოდში, "რეალ მადრიდ კასტილიაში" ძირეული ცვლილებები განხორციელდება."მარკას" ინფორმაციით, 15-მდე ფეხბურთელი დატოვებს ტორილის გუნდს.
დავიწყოთ მეკარეებით: ხესუს ფერნანდესსა და ტომას მეხიასს, განვლილ სეზონში, ხშირად იძახებდა მოურინიო.გოლკიპების, რომელთა ასაკიც, შესაბამისად 24 და 25 წელია, შანსები პირველ გუნდში ადგილის დამკვიდრებისა, ფაქტიურად ნოლის ტოლია.ამიტომაც ისინი შეეცდებიან, უფრო მაღალ ლიგაში გადაბარგებას.
მცველებიდან, ფაბინიო, რომელიც იჯარის წესით გამოდის "რეალის" მეორე გუნდში, დაუბრუნდება მშობლიურ ადგილს.ფაქტიურად გადაწყვეტილია დავიდ მატეოსიც წასვლა.რაც შეეხება ნაჩო ფერნანდესს, ის პირველი გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდება, ხოლო ხორხე კასადოთი კი, "სანდერლენდია" დაინტერესებული.
ნახევარდაცვის რგოლში შემდეგი სურათია: მოსკერა "ხეტაფეში" დაბრუნდება, ხოლო ხოტა "სელტაში."რაც შეეხება კაზემიროს, მადრიდში მისი ტრანსფერის გამოსყიდვაზე იზრუნებენ.ასევე, გადაწყვეტილია ხუანფრან მორენოს "ბეტისში" გადაბარგება.ჯერჯერობით უცნობია რომელიმე იქნება დანი ჩერიშევი ახალი კლუბი, თუმცა ესპანეთში ამბობენ, რომ "რეალი" მას სოლიდურ თანხად გაყიდის.
და ბოლოს, თავდასხმელებიდან, ალვარო მორატა პირველ გუნდში გადმოინაცვლებს, ხოლო ხესეს, დიდი ალბათობით გაანათხოვრებენ.საუბარია, რომ ეს უკანასკნელი ლევერკუზენის "ბაიერში" გააგორებს ბურთს.ცნობისათვის, ხესემ 21 გოლი გაიტანა სეგუნდას მიმდინარე გათამაშებაში, რაც "ბლანკოსის" მთავარი მწვრთნელისათვის, საკმაოდ საგულისხმო ფაქტი უნდა გამოდგეს.
RealMadrid.Ru
- 23 მაი 2013
- 2 781
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.