წლის მატჩი ფლორესისთვის
"ატლეტიკოს" მწვრთნელმა კიკე სანჩეს ფლორესმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის შაბათს გასამართ დერბის და მას მიიჩნევს წლის მატჩად.
ფლორესმა El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იცის დერბის მნიშვნელობა. განსაკუთრებით ასეთ რთულ მომენტში, როცა მოგება ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. ასევე ის იმედოვნებს, რომ გულშემატკივრები ისევე დაუჭერენ მხარს, როგორც ეს "ჩელსისთან" შეხვედრაში მოხდა.
"მიყვარს მნიშვნელოვანი შეხვედრები" – აცხადებს "როხიბლანკოს" მწვრთნელი. "ამ დროს მთავარია ყველას დაანახო საკუთარი სიძლიერე. ამაში ტრიბუნებიც დიდ დახმარებას გაგვიწევს. ეს მიყვარს ძალიან".
"ატლეტიკოს" არ მოუგია დერბი 10 წელია. ბოლოს მათ "ბერნაბეუზე" მოიგეს 1999 წლის ოქტომბერში 3:1, მაგრამ კიკე სანჩესს არ სურს წარსულით ცხოვრება და აპირებს "როხიბლანკოს" ცუდი ტრადიცია დაასრულოს.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 6 ნოემბერი 2009
- 2 627
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.