ანჩელოტი ლუკას თაყვანისმცემელია
დიდი ალბათობით, სამეფო კლუბის მომავალი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი გახდება."მარკას" თქმით, იტალიელ სპეციალისტს, მადრიდში თავისი ფავორიტი ფეხბურთელი დახვდება.
"პსჟ"-ს ამჟამინდელმა დამრიგებელმა, ხორვატი ფეხბურთელისადმი ინტერესი, ჯერ კიდევ 2 წლის წინ გამოავლინა: "ჩემი აზრით, დღესდღეობით, ლუკა ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია მსოფლიოში.მას ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში."
აღსანიშნავია, რომ შარშან, ანჩელოტი პარიზულ კლუბში ცდილობდა მოდრიჩის გადაყვანას.ამ უკანასკნელის სანაცვლოდ, "ტოტენჰემს" 40 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, თუმცა ფეხბურთელმა მადრიდისკენ აიღო გეზი.
"ბუნებრივია, ევროპის ჩემპიონტამდე ვიცოდი, თუ როგორი ხარისხიანი მოთამაშე გახლდათ ლუკა.კონტინენტის პირველობაზე მან დაამტკიცა ეს" - დასძინა კარლიტომ პოლონეთსა და უკრინაში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ.
იტალიელს "ჩელსის" თავკაცობის დროსაც უმიზნებდა მოდრიჩს, თუმცა მისი თავკაცობა, ვერც მაშინ შეძლო.
ერთ სიტყვით, ანჩელოტის გამადრიდელების შემთხვევაში, მოდრიჩის სათამაშო დრო ნამდვილად გაიზრდება.
Marca.Com
- 23 მაი 2013
- 3 738
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.