ჰაინკესი მზადაა დაბრუნდეს ''ბერნაბეუზე''
Marca.Com - ის იფნორმაციით ჰაინკესი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ გავა პენსიაზე, თუ მადრიდი ''რეალისგან'' ექნება შემოთავაზება, სადაც მან თავისი სახელი უკვე უკვდავჰყო.
კარლო ანჩელოტისთან მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. პარიზულ კლუბს არ სურს იტალიელტან განშორება. თავად კარლიტო კი მოწადინებულია ''ბერნაბეუზე'' გადმობარგებით.
იოსებ ჰაინკესი, რომელიც უკვე 68 წლისაა სეზონის ბოლოს პენსიაზე გასვლას აპირებდა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ იგი მზად არის კიდევ რამდენიმე წელი იმუშავოს ფეხბურთში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მადრიდის ''რეალისგან'' შემოთავაზება ექნება.
ცნობილია გახდა,რომ ენრიკე ერნანდესი, ჰაინკესის აგენტი, ორშაბათს მადრიდში ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა პერესთან.
შეგახსენებთ, რომ გერმანელი ტაქტიკოსი ''რეალს'' 1997-1998 წლებში წვრთნიდა. მან გუნდს მეშვიდე ჩემპიონთა ლიგის თასი მოაპოვებინა
- 22 მაი 2013
- 3 357
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.