860 მილიონი ევრო დახარჯული 10 წელიწადში და 10 მოგებული ტიტული
ფლორენტინო პერესს მალე იუბილე ექნება. საერთო ჯამში 10 წელია იგი მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს ხელმძღვანელობს. პერესი საფეხბურთო სამყარიშუ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნებაა. უხეშად რომ ვიანგარიშოთ საშუალოდ წლიურად იგი 86 მილიონ ევროს ხარჯავდა.
მიღწევა კი შემდეგია:
ჩემპიონთა ლიგა
ლა ლიგა 3-ჯერ
ესპანეთის თასი
ესპანეთის სუპერ თასი 3-ჯერ
უეფას სუპერ თასი
საკონტინეტთაშორისო თასი
ამ დროის განმავლობაში, მან დაახლოებით იმდენივე მწვრთნელი გამოცვალა ''რეალში'', რამდენი ტიტულიც მოიგო.
პერესის პირველი გახმაურებული ტრანსფერი გახდა ლეგენდარული ლუიშ ფიგუ, რომლის ფასი იმდროისთვის სარეკორდო იყო და შეადგენდა 60 მილიონ ევროს. შემდეგ იყო ზიზუ, რონალდო, ბექემი. ასე შეიქმნა ე.წ. 'გალაკტიკო'.

2009 წელს პერესი კვლავ დაუბრუნდა სამეფო კლუბს და კვლავ სარეკორდო თანხა დახარჯა ტრანსფერებში. ალონსო, კაკა, ბენზემა, რონალდო და ა.შ. მათი საერთო ფასი შეადგენს 400 მილიონ ევროს.
როგორც ცნობილია, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში პერესს რეალური მოწინააღმდეგე არ ეყოლება, ცნობილია ისიც, რომ იგი აპირებს კვლავ ძალიან ბევრი ფული დახარჯოს მომავლის 'გალაკტიკოს' შესაქმნელად.
Marca.Com
- 21 მაი 2013
- 2 497
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.