რაული:"ბარსელონამ ჩემი გადაბირება ორჯერ სცადა, თუმცა.."
მადრიდის "რეალის" ლეგენდამ, რაულ გონსალეს ბლანკომ განაცხადა, რომ კატალონიურმა გრანდმა მისი გადაბირება ორჯერ სცადა, თუმცა ორივეჯერ მტკიცე უარი მიიღო.
"თეთრმა ლეგენდამ" განაცხადა, რომ მას არასოდეს სურდა "ბარსაში" გადასვლა, რადგან მადრიდი ყოველთვის მისი სახლი იყო, ხოლო "რეალი" - ცხოვრება.
"ჩემი კარიერის განმავლობაში, "ბარსელონასგან" ორჯერ მივიღე შემოთავაზება, თუმცა ორივეჯერ უარი განვაცხადე. მე არსად არ მსურდა გადასვლა, რადგან "რეალი" ჩემი ცხოვრება იყო, არის და ყოველთვის იქნება. მადრიდი ჩემი ქალაქია. მე აქ დავიბადე, გავიზარდე, აქ გავხდი პროფესიონალი. ჩემი და, ძმა, მეგობრები, მშობლები - ყველანი მადრიდში არიან დაბადებულნი. ვიმეორებ მადრიდი ჩემი ქალაქია."
როგორც ჩანს, რაულს "იუვესგანაც" მიუღია შემოთავაზება, თან არა მარტო ერთხელ.
"ტურინის "იუვენტუსისგანაც" მქონდა 3 შემოთავაზება, თუმცა მე ეს არც განმიხილავს."
საბოლოოდ, რაულმა გუნდი მაინც დატოვა და გერმანულ "შალკეში" გადავიდა, სადაც ალბათ უფრო მეტად დააფასეს, ვიდრე - "რეალში". გონზალეს ბლანკოს განცხადებით, მისი წასვლის მიზეზი მოურინიო არ ყოფილა.
"მოურინიო არ იყო ჩემი წასვლის მიზეზი. მე ეს ადრეც მქონდა გადაწყვეტილი, ახალი გამოწვევა მჭირდებოდა. მოუ არაფერ შუაშია, მე და ის მეგობრები ვართ."- დაასრულა რაულმა.
- 22 მაი 2013
- 2 303
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.