მაროტა დღეს მადრიდში ჩაფრინდება
როგორც გამომცემლობა Gazzetta dello Sport-ი იუწყება ”იუვენტუსის” გენერალური დირექტორი მადრიდში პირადად აპირებს ჩაფრენას.
”იუვენტუსი” დაინტერესებულია გონსალო იგუაინის შეძენით, ამიტომაც მისი გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა აპირებს პირადად ჩაფრინდეს მადრიდში და დაელაპარაკოს, როგორც კლუბის ხელმძღვანელებს, ასევე უშუალოდ თავად ფეხბურთელს.
”მადრიდის რეალს” სურს არგენტინელი ფორვარდი 30 მლნ. ევროდ გაყიდოს, მაშინ როცა ”იუვენტუსი” მხოლოდ და მხოლოდ 22 მლნ. ევროს გადახდაზეა თანახმა. როგორც გამომცემლობა იუწყება, მოლაპარაკებების შედმეგ მხარეები ალბათ 25 მლნ. ევროზე შეთანხმდებიან.
- 21 მაი 2013
- 2 035
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.