დი მარია, კოენტრაუ და პეპე-ანჩელოტის გადმობირების გასაღები

კლუბი ზემოთხსენებული სამი ფეხბურთელის გამოყენებას აპირებს კარლო ანჩელოტის გადმოსაბირებლად.

ნასე ალ-ხელაიფი ელოდება ”მადრიდის რეალის” პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის ზარს. ყველამ იცის, რომ პარიზულ კლუბში დაინტერესებულნი არიან ”სამეფო კლუბის” რამოდენიმე ფეხბურთელის გადმობირებით, განსაკუთრებით კი კრიშტიანო რონალდუსი, რომელთან დაკავშირებით ”პსჟ”-ს პრეზიდენტმა წინა კვირას განცხადებაც კი გაავრცელა, სადაც საუბრობდა, რომ თუ ”მადრიდის რეალი” ისრუვებდა კარლო ანჩელოტის გადაბირებას, მათ უნდა მიეცათ ნება პარიზული კლუბისთვის ეწარმოებინათ მოლაპარაკებები კრიშტიანო რონალდუსთან. რონალდუს გარდა პარიზელები დიანტერესებულნი არიან დი მარიასა და იგუაინის სამსახურითაც.

დი მარია. პარიზელთა პირველი სამიზნე

ანხელ დი მარია პარიზელებისთვის უპირველესი სამიზნეა. არგენტინელი განსაკუთრებით მოსწონს ლეონარდოს. მის სანაცვლოდ ”პსჟ” აპირებს, რომ ”მადრიდის რეალს” 25 მლნ. შესთავაზოს.

ოენტრაო-ფლორენტინომ უკვე თხოვა მენდეშს ეზრუნა მის გაყიდვაზე

კოენტრაოს მადრიდული ხანა დასასრულს უახლოვბდება. ფლორენტინომ შეათანხმა უკვე მენდეშთან და წლევანდელ ზაფხულს პორტუგალიელი ფეხბურთელი დატოვებს ესპანეთის დედაქალაქს. ”პსჟ”-ს ანალოგიურ პოზიციაზე პრობლემები აქვს, ამიტომაც მისთვის იდეალური ვარიანტია კოენტრაუს შეძენა. მოუს წასვლის შემდეგ კოენტრაუს თამაშის შანსებიც შემცირდება.

პეპე: ”სიტისთან” კონკურენცია მოუწევთ

”პსჟ”-ს დაცვის ცენტრის გაძლიერება ესაჭიროება და ყველამ იცის, რომ პეპე ამ მხრივ კარგი გამოსავალია. საფრანგეთში კლუბის სპორტული მენეჯერეი პეპეს ტიაგო სილვასთვის იდეალურ მეწყვილედ ხედავენ.

ამ მხრივ პრობლემას წარმოადგენს ”სიტი”, რომლის მწვრთნელიც მომავალ სეზონში მანუელ პელეგრინი იქნება და რომელსაც პეპეს შეძენა თავის უპირველეს პრიორიტეტად აქვს დასახული.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 20
2 მბაპე 17
3 რაფინია 13
4 ბუდიმირი 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (214)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)