"რეალმა" დერბისათვის მზადება დაასრულა
პელეგრინისა და თავის შეგირდებს, "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მოსამზადებლად მხოლოდ სამი დღე ჰქონდათ.
გუნდმა დღეს ბოლო ვარჯიში ჩაატარა დერბის წინ.ჩილელმა მოთამაშეებთან ერთად გამარჯვების მოპოვება დაისახა "ვისენტე კალდერონზე."აღსანიშნავია, რომ მადრიდელებს აღნიშნულ საფეხბურთო არენაზე 1999 წლიდან მოყოლებული ცუდი შედეგი არ ახსოვთ.იმედია, სამეფო გუნდის მიერ დამკვიდრებული ტრადიცია ამ სეზონშიც ჰპოვებს სარგებელს.
"როსონერისთან" დაშავებულმა პეპემ სრულად შეძლო რეაბილიტირება და მზადაა სათამაშოდ.გუნდის ლაზარეთში მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ რჩება, რომლის დაბრუნების თარიღი ჯერ ვერ გაარკვია კაცობრიობამ.რაც შეეხება დრენტეს, მ.დიარასა და გუტის არყოფნას განაცხადში, ისინი მხოლოდ სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებას გამო გახდნენ იზოლირებული დერბისაგან.
- 6 ნოემბერი 2009
- 2 550
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.