ფლორენტინოს ერის მეცხრე
დღეს ალბათ ფლორენტინო პერესი გასამართ პრესკონფერენციაზე "მადრიდის რეალის" მომავალი მწვრთნელის ვინაობას დაასახელებს.
თავისი მმართველობის პერიდში ფლორენტინო პერესმა რვა მწვრთნელი გამოიცვალა. ესენი იყვნენ:
დელ ბოსკე-ყველზე წარმატებული მწვრთნელი
საერთო ჯამში 1031 დღის მანძილზე ედგა სათავეში დელ ბოსკე მადრიდულ გრანდს. ამ ხნის მანძილზე მის ანგარიშზე შვიდი ტიტულია.
ქუეიროზი: ფლორენტინოს პირველი შენაძენი , რომელმაც 273 დღე გაძლო.
პორტუგალიელი "მანჩესტერ იუნაიტედში" ფერგიუსონთან ერთად მუშაობდა. "მადრიდის რეალში" 2003-04 წლებში მივიდა და ესპანეთის სუპერ თასის მოგება მოახერხა.
კამაჩო: მხოლოდ და მხოლოდ 20 დღე სათავეში
2004 წლის 29 აგვისტოს მოვიდა და თავისი ბოლო თამაში 2004 წლის 18 სექტემბერს ჩაატარა.
რამონ გარსია: 100 დღეზე ნაკლები "თეთრების" დამრიგებლად.
კამაჩოს დათხოვნის შემდეგ სასწრაფო გამოსავლად იქნა მიჩნეული. დებიუტო 2004 წლის 21 სექტემბერს შედგა და დეკემბრის ბოლომდე მოახერხა გაძლება.
ლუქსემბურგო: მესამე მწვრთნელი ერთ სეზონში
2005 წლის იანვარში შედგა დებიუტი და იმავე წლის დეკემბერში დაითხოვეს.
ლოპეს კარო: ფლორნეტინოს წასვლამდე იყო სათავეში.
ლუქსემბურგოს დათხოვნის შემდეგ გამოსავალი მონახა კლუბმა. საერთო ჯამში 156 დღის მანძილზე ედგა თეთრებს სათავეში. ვერაფრის მოგება ვერ მოახერხა.
პელეგრინი: ფლორენტინოს დაბრუნებისას პირველი არჩევანი
მოურინიო: სამი სეზონი და სამი ტიტული
საერთო ჯამში 1007 დღე.
- 20 მაი 2013
- 2 750
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.