ანჩელოტის მოსვლის შემთხვევაში გუნდი შესაძლოა გადაეწყოს
არ მთავრდება ჭორები იმის შესახებ, რომ „ბლანკოსს“ პარისენჟერმენის მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი ჩაიბარებს. სწორედ იტალიელი სპეციალისტი განიხილება მთავარ კანდიდატად...
ჟურნალისტებმა და ტაქტიკოსებმა ეს აღარ იკმარეს და ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კარლიტოს გუნდში მოსვლის შემთხვევაში სამეფო კლუბი მნიშვნელოვნად გადაეწყობა და კოლექტივი 1 ფორვარდით აღარ ითამაშებს, ვინაიდან და რადგანაც იტალიელის სტილი 2 ფორვარდით თამაშია, იგი ასე იქცეოდა მილანის მილანშიც, სადაც მისი საფირმო დუეტი ანდრეი შევჩენკო და ფილიპო ინძაგი იყო, შემდეგ კი იტალიელი ალბერტო ჯილარდინომ ჩაანაცვლა.ზოგადად კარლიტოს ერთი სუფთა ცენტრ ფორვარდით და ერთი უკან დახეული თავდამსხმელით თამაში იზიდავს.
ყველაფერი აქედან გამომდინარე იტალიელის დანიშვნის შემთხვევაში „რეალმა“ შესაძლოა სათამაშო სტილი ძირფესვიანად შეცვალოს და წინ არა ერთი ფორვარდი, არამედ ორი იდგეს, რაც რაღა თქმა უნდა ნახევარდაცვაშიც გამოიწვევს ცვლილებებს.
- 20 მაი 2013
- 3 697
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.