მოდრიჩი : „ჟურნალისტებს საქმე გამოელიათ“
ლუკა მოდრიჩის განცხადებით, იგი არსად არ აპირებს წასვლას და ეს უკვე არაერთხელ განაცხადა, სპეკულაციები იმის შესახებ, რომ ხორვატი გუნდს დატოვებს, მხოლოდ ჟურნალისტების მოგონილია...
„არ მესმის საქმე რატომ გამოელიათ პრესის წარმომადგენლებს, მითუმეტეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და ცხელ-ცხელი ამბები ხშირად იქნება გამოსაქვეყნებელი.“
„არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვამბობ, რომ არ მსურს დავტოვო „ბლანკოსი“ და არც ხელმძღვანელობას გამოუთქვამს ჩემი გაშვების სურვილი, ყოველ შემთხვევაში ეს ჩემ ყურამდე არ მოსულა, დანარჩენს ვერაფერს გეტყვით.“
- 20 მაი 2013
- 1 922
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.