პელეგრინის დერბისწინა პრესკონფერენცია
მანუელ პელეგრინისათვის, მადრიდული დერბი პირველი იქნება „რეალის“ მწვრთნელის რანგში.ჩილელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი განაგრძობს პროგრესირებას.
- რაული სასტარტოში იქნება?
- ჩვენ ამას ხვალე გადავწყვეტთ.ის დიდი ფეხბურთელია და მის პოტენციალზე საუბარი ნამდვილად ზედმეტია, თუმცა აღსანიშნავია, რომ კაპიტნის გარეშეც კარგად ირჯება გუნდი.ჩემს წიგნში, ის ყოველთვის დამწყებია.
- "მილანის" პენალტის შემდეგ გუნდმა ბალანსი დაკარგა...
- რთულია, როდესაც გუნდი იგებს და უცებ ანგარიში თანაბარი ხდება.მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგი შეხვედრა გავმართეთ "როსონერის" წინააღმდეგ.
- რას ფიქრობთ, რონალდუს სიტუაციაზე?
- კრიშტიანუ "რეალისათვის" და პორტუგალიის ნაკრებისათვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.სამწუხაროდ ის ჯერ კიდევ არ არის მზად სათამაშოდ.ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში ის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.რონი კვლავ რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
- "ხეტაფესთან" და "მილანთან" გუნდი სტაბილურად გამოიყურებოდა...
- დიახ.ჩვენ პირველ შემთხვევაში მოვახერხეთ 10 ფეხბურთელით გამარჯვების მოპოვება და ნამდვილად კარგად ვითამაშეთ.რაც შეეხება "მილანთან" პაექრობას, აქაც მომეწონა ბიჭების თამაში.
- გუტი იქნება განაცხადში?
- არა, იმიტომ რომ მე 18 კაციან განაცხადში ის ფეხბურთელები შევიყვანე, რომლებიც კარგ ფორმაში არიან.კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გუტი დასჯილი არ არის.
- გარაი სასტარტოში იქნება?
- განაცხადში ოთხი ცენტრალური მცველია და რომელიმე მათგანს ამოვარჩევთ.
- პორტუგალიის ნაკრებმა მომავალი შეხვედრის განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც რონალდუს სახელიც კურირებდა.რას იტყვით ამ ფაქტზე?
- არა მგონია რომ კრიშტიანუ ამ შეხვედრისათვის მზად იყოს.მას 35 დღის განმავლობაში არ უვარჯიშია.
- დერბი უფრო რთული იქნება, თუ "ალკორკონის" წინააღმდეგ შეხვედრა?
- "ატლეტიკო" ძლიერი მეტოქეა და ნამდვილად რთული თამაში გველის, თუმცა მიუხედავად ყველა გარემოებისა, ჩემი გუნდი მხოლოდ მოგებაზე ფიქრობს.
- დავუბრუნდეთ გუტის.ის "ალკორკონთან" თამაშის შემდეგ განაცხადში არ შესულა...
- თქვენ საუბრობთ იმ ინციდენტზე, რომელიც არ მომხდარა.გუტი განაცხადში არა რაიმე სასჯელის გამო, არამედ ცუდი კონდიციების გამო ვერ ხვდება.ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და არანაირი კონფლიქტი არ არსებობს.
- 6 ნოემბერი 2009
- 1 491
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.