ანჩელოტი : 'მე მსურს 'პსჟ'-ს დატოვება'
კარლო ანჩელოტიმ საფრანგეთის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, მიიღო წლის საუკეთესო მწვრთნელისათვის ჯილდო. ჟურნალისტებთან საუბარში, მან რამდენიმე საიდუმლო გაამჟღავნა
'დიახ მე მსურს პარიზის დატოვება, ამის შესახებ უკვე ჩავაყენე საქმის კურსში ლეონარდო და გუნდის პრეზიდენტი,გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ. საქმე ასე მარტივადაც არ არის, როგორც თქვენ გგონიათ, რადგან არსებობს ერთწლიანი კონტრაქტი, რომლის თანახმადაც მე ვალდებული ვარ 'პსჟ' გავწრთნა.ჩემს მომავალს რაც შეეხება, რამდენიმე ვარიანტი მაქვს, 'რეალი' ერთ-ერთი მათგანია, თუმცა ჯერ კონტრაქტის გაწყვეტაზე უნდა შევთანხმდეთ.' - განაცხადა იტალიელმა
დღევანდელი მოვლენებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად 90 %-ით უნდა ვივარაუდოთ, რომ შემდეგი სეზონიდან 'რეალს' კარლო ანჩელოტი გაწვრთნის
- 20 მაი 2013
- 2 139
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.