ალ ჰელაიფი : '' პრობლემა არ წარმოიქმნება თუ ანჩელოტი დაგვტოვებს''
'La Gazzetta dello Sport' - თან მიცემულ ინტერვიუში 'პსჟ' - ს პრეზიდენტმა ნასრ ალ ჰელაიფმა განაცხადა, რომ თუ ანჩელოტის წასვლა მოუნდება ეს პარიზულ კლუბს ზიანს არ მოუტანს.
'' ანჩელოტის ჩვენთან კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა თუ იგი დაგვტოვებს ამით 'პსჟ'-ს არაფერი დააკლდება. რაც შეეხება კრიშტიანო რონალდოს, მას 'რეალთან' კონტრაქტი აკავშირებს, თუ ჩვენ მის ყიდვას გადავწყვეტთ, კლუბს აუცილებლად ჩავაყენებთ საქმის კურსში'' - განაცხადა ალ ჰეილაიფმა.
Marca.Com
- 17 მაი 2013
- 1 039
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.