გრანერო : „წმენდის შემთხვევაში ასპარეზი მადრიდისტებს უნდა გაეხსნათ“
ესტებან გრანეროს განცხადებით თუკი მადრიდის „რეალის“ მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო თანამდებობას დატოვებს, გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი აუცილებლად გამოაკლდება, რაც თავისთავად მოითხოვს ახალი ფეხბურთელების დამატებას...
„დარწმუნებული ვარ თუკი ჟოზე წავა ბევრი რამ შეიცვლება, აქედან გამომდინარე გუნდს გადახალისება დასჭირდება, ჩემი აზრით რამდენიმე მოქმედი ფეხბურთელი წასვლის შემთხვევაში „ბლანკოსი“ ნამდვილი მადრიდისტებით და ახალგაზრდა კანტერანოებით უნდა შეივსოს, რადგან ამ ფეხბურთელებს უდიდესი მომავალი და განვითარების პერსპექტივა აქვთ, ამასთანავე მათ უყვართ საკუთარი მშობლიური გუნდი და ყველაფერს გააკეთებენ კოლექტიური წარმატებისთვის.“
„კასტილიაში თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ უმაღლესი დონის ჩვენება, მთავარია მათ ასპარეზი გაეხსნათ და თამაშის საშუალება მიეცეთ, სხვა შემთხვევაში ვერავინ მოახერხებს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის დემონსტრირებას.“
- 17 მაი 2013
- 1 688
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.