მაურინიოს ნაცვლად, პრესკომფერენციაზე რამოსი გამოცხადდა
სერგიო რამოსი ჟურნალისტების წინაშე მას შემდეგ წარსდგა, რაც ჟოზე მაურინიომ პრესკონფერენციის ჩატარებაზე უარი თქვა
''მე აქ უბრალოდ არ ვარ, მწვრთნელის მაგივრადაც შემიძლია გაგცეთ პასუხები. ჩვენ აქ შევიკრიბეთ ფეხბურთზე სასაუბროდ და არა ვინმეს კომფლიქტზე. მე აქ მაურინიოზე სასაუბროდ არ მოვსულვარ, მე მოვედი რათა ვისაუბრო ფინალზე.
რეალურად თუ ხვალ დავმარცხდებით, სეზონს უტიტულოდ ჩავამთავრებთ, რაც კატასტროფაა. ფეხბურთში ყველაფერია მოსალოდნელი. ჩვენ დავთმეთ ჩემპიონთა ლიგა, დავთმეთ ლა ლიგა, არ გვსურს, რომ კოპა დელ რეისაც შეველიოთ.
ჩვენ კარგად ვიცნობთ მოწინააღმდეგის თითოეულ ფეხბურთელს და ვიცით მათი შესაძლებლობები. მე მცირე ტრამვა მქონდა, თუმცა მწვრთნელმა იცის, რომ მზად ვარ სათამაშოდ.
კრიშტიანო მადრიდში ბედნიერია
კრიშტიანო ჩვენთან ბედნიერია და არ მგონია წასვლა სურდეს. მსოფლიოში ძალიან ცოტა ადამიანი ისეთი, ვისაც მასში მილიარდის გადახდა შეუძლია. რაც შეეხება პეპეს, იგი განაგრძობს ვარჯიშს, მისი როლი ''რეალში'' არ შესუსტებულა.
საუბრის ბოლოს, რამოსი შეჰპირდა გულშემატკივარს, რომ ყველაფერს გააკეთებს მეტოქე გუნდის დასამარცხებლად. ''
Marca.COm
- 17 მაი 2013
- 2 879
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.