კრიშტიანო რონალდუ: ”ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო კლუბი ვართ”
კრიშტიანო რონალდუმ ”მადრიდის რეალზე” ისაუბრა.
კრიშტიანო რონალდუმ Realmadrid TV-სთან სამეფო თასის მოსალოდნელი შეხვედრა გაანალიზა: ”ჩვენ უნდა გავძლიერდეთ და მოვემზადოთ ამ შეხედრისთვის, სწორედ ეს ახასიათებს ამ კლუბს, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა. იმ ფაქტმა, რომ ”ბერნაბეუ” ამ შეხვედრაში 50%-ად დაიყოფა არ უნდა შეგვიმციროს ამ ტიტულის მოგების ამბიცია.”
პორტუგალიელი აცნობიერებს ”ატლეტიკოსთან” გასამართი შეხვედრის მნიშვნელობას: ”ჩვენ მზად ვართ და გვინდა, რომ ეს ტიტული მოვიგოთ. იმედი გვაქვს, რომ პარასკევს ისევე დაგვხვდებიან, როგორც ეს გულშემატკივრებმა ”დორტმუნდის ბორუსიასთან” შეხვედრაში მოგვიწყვეს.”
რონალდუმ მნიშვნელოვან მომენტებზე ისაუბრა: ”უნდა გამოვკეთდეთ, გავძლიერდეთ და გავაკეთოთ ისე, როგორც ამ კლუბს ეკადრება. ეს ხომ მსოფლიოში საუკეთესო კლუბია.”
”მე თითოეულ თამაშს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ეს ფინალია, განსაკუთრებული თამაში, მაგრამ ჩემი ამბიციები კვლავ უცვლელია: დავეხმარო ”მადრიდის რეალს” ყველაფრით, რისი გაკეთებაც შემეძლება, გავიტანო გოლები და გავაკეთო საგოლე გადაცემები.. მე და ჩემი კოლეგები მშვიდად ვართ და ვემზადებით.”
წყარო: marca.com
- 15 მაი 2013
- 2 233
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.