ნასერ ალ ხელაიფი: ”პროექტი მნიშვნელოვანია და ის გაგრძელდება”
”პსჟ”-ს პრეზიდენტის დღევანდელი ტონი უკვე განსხვავებულია.
ნახერ ალ-ხელაიფი კიდევ ერთხელ დაუბრინდა კარლო ანჩელოტის თემას, მაგრამ ამჟამად განაცხადა, რომ ის პროექტი, რომელსაც ისინი ახორციელებენ ”პსჟ”-ში უფრო მნიშვნელოვანია, ხოლო ზოგიერთი ამ პროექტის მონაწილე შეიძლება წავიდეს ან მოვიდეს.
”პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, არ გაჩერდება კარლო ანჩელოტის წასვლის შემთხვევაში. ეს პროექტი უფრო მეტია, ვიდრე კონკრეტულად ერთი ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა , ეს პრეზიდენტი იქნება, თუ მთავარი მწვრთნელი. ეს დიდებული ისტორიის დასაწყისია და ერთი ადამიანი მას ვერ გააჩერებს. კლუბი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენ”-განაცხადა ალ-ხელაიფმა.
წყარო: As.com
- 15 მაი 2013
- 2 058
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.