"თეთრებმა" მოქმედი ჩემპიონი დაამარცხეს
მადრიდის "რეალის" საკალათბურთო გუნდმა, დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი და ევროპის ყველაზე ძლიერი გუნდი საბერძნეთის "პანათინაიკოსი".
პირველი მეოთხედი ძალიან ცუდად დაიწყეს ჩვენებმა, ეს რამოდენიმე მძიმე შეჯახებამ და ბერძნების არაჩვეულებრივმა თამაშმა განაპირობა. თამაში არ წაუვიდა "რეალს" და ანგარიშიც აისახა ამაზე 12–21 "პამათინაიკოსის სასარგებლოდ.
მადრიდელები გონს ,ხოლოდ მეორე მეოთხედში მოეგნენ და დაიწყეს კიდევაც ქულების ბლომად დაგროვება. იმდენად მოუმატეს "თეთრებმა", რომ 20–0იც კი იყო ანგარიში. სწორედ ველიკოვიჩის და ლავრინოვიჩის არაჩვეულებრივმა გარჯამ განაპირობა ასეთი დიდი უპირატესობა.
მესამე პეროდს უკვე 6 ქულით იგებდნენ მადრიდისტები, მათ არაჩვეულებრივად წარმართეს შეტევები.... სანამ ბოლო და გადამწყვეტი მეოთხედი დაიწყებოდა, "რეალი" უკვე დამაჯერებელ უპირატესობას ფლობდა და გამარჯვება ხელთ ეპყრა, მაგრამ ყველამ იცოდა ბერძნების ძლიერი ხასიათი.
მეოთხე პერიოდი უკვე გაცილებით შემართებით დაიწყეს "პანათინაიკოსის" კალათბურთელებმა, მაგრამ ესპანელების ხერხემალმა კაუკენესმა ბრწყინვალედ ითამაშა და გაუნაღდა გამარჯვება მადრიდეისტებს. საერთო ჯამში ანგარიში 80–70 დამთავრდა.
კალათბურთელთა შედეგები:
მადრიდის რეალი: პრიხიონი (11), ბულოკი (9), ჰანსენი (3), გარბოხოსა (6), ლავრინოვიჩი (15), კაუკენასი (17), ველიკოვიჩი (7), ლული (12).
პანათინაიკოსი: სპანულისი (4), პერპეროღლუ (0), ნიკოლასი (16), ფოცისი (8), პეკოვიჩი (22), ტეფიჩი (2), დიამანტიდისი (7), გიორგი შერმადინი (6), კალატესი (1).
ავტორი: Kevlisha
- 6 ნოემბერი 2009
- 2 859
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.