გუტიმ ნდობა დაიბრუნა
"ალკორკონთან" მომხდარი სკანდალის შემდეგ ხოსე მარია გუტიერესს, იგივე გუტის მანუელ პელეგრინი აღარ აყენებდა განაცხადში, მაგრამ როგორც ჩანს ყველაფერი შეიცვალა და "ატლეტიკოსთან" შეხვედრაში ის მოხვდება განაცხადში.
"ატლეტიკოსთან" მატჩში მანუელ პელეგრინი განაცხადში დააბრუნებს გუტის, რომელსაც "ალკორკონთან" მატჩის შემდეგ არ უთამაშია. სკანდალი მოხდა შესვენების დროს, როცა გუტის და ჩილელ სპეციალისტს შორის დავა მოხდა. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქერა ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო, მაგრამ ფეხბურთელის განცხადებით ის სრულიად ჯანმრთელი იყო. მწვრთნელს კი თავისი შეხედულება გააჩნდა.
Marca-ს ცნობით უახლოეს შეხვედრაში "ატლეტიკოსთან" გუტი მზად იქნება. პელეგრინი აპირებს შეიყვანოს ის განაცხადში. გუნდს დაუბრუნდნენ პეპე და გარაი, კრისტიანო რონალდო კი ისევ ტრავმირებულია.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 5 ნოემბერი 2009
- 1 742
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.