აბრამოვიჩი უარყოფს გავრცელებულ ხმებს
რუსი ბიზნესმენი უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, თითქოს ის უკვე შეუთანხმდა ჟოზე მოურინიოს და პორტუგალიელს გარკვეული თანხაც წინასწარ გადაუხადა.
The Sun იუწყება, რომ რომან აბრამოვიჩმა უარი განაცხადა ჟოზე მოურინიოს ნაცვლად 17 მლნ. ფუნტი სტერლინგის გადახდაზე ”მადრიდის რეალისთვის” და ამის შესახებ პორტუგალიელ სპეციალისტსაც ესაუბრა.
მოურინიოს კონტრაქტი კიდევ სამ წელზეა გათვლილი და მასში წერია, რომ ნებისმიერი კლუბი, რომელსაც სურს პორტუგალიელი კონტრაქტის გასვლამდე გადაიბიროს ვალდებულია მის სანაცვლოდ კლუბს გამოსასყიდის სახით 20 მლნ. ევრო გადაუხადოს.
”ჩელსის” მფლობელმა უკვე ნათლად გამოხატა თავისი აზრი, რომ ის არ აპირებს ამ თანხის გადახდას.
ეხლა პორტუგალიელი სპეციალისტი ცდილობს დააწრმუნოს სამეფო კლუბის წარმომადგენლები, რომ ყველასთვის აჯობებს ის უსასყიდლოდ გაუშვან კლუბიდან.
- 11 მაი 2013
- 2 191
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.