”მადრიდის რეალი” ”სიტის” დამარცხებას აპირებს
”თეთრებს” სურთ, რომ ”მანჩესტერ სიტის” კავანი წაართვან.
ედისონ კავანის ძმის ნათქვამიდან გამომდინარე სხვადასხვა გამომცემლები იუწყებიან, რომ ”მადრიდის რეალს” სურს ”სიტი” კავანისთვის ბრძოლაში დაამარცხოს.
მიუხედავად ”ჩელსისა” და ”სიტის” მხრიდან დაჟინებული ინტერესისა, 26 წლის ფეხბურთელს სურს, რომ ესპანეთში ითამაშოს.
” ”მადრიდის რეალი” დაინტერესებულია ედისონ კავანის სამსახურით, მაგრამ გამოსასყიდი თანხა ძალიან დიდია, ასე რომ სიტუაცია ჯერჯერობით არ არის სახარბიელო”-აცხადებს ედისონ კავანის ძმა.
”მე პირადად მსურს, რომ მისი ესპანეთში თამაში ვიხილო. ედისონი ამჟამად სეზონის საუკეთესოდ დასრულებაზე ორიენტრირებული. ფული არ არის მთავარი.”
”თუ ის ”ნაპოლის” დატოვებს, ხალხი მას გაუგებს. ამ ქალაქმა მას ბევრი რამ მისცა და სანაცვლოდაც ის მას ემსახურებოდა თავდაუზოგავად.”
”პირადად მე არ ვიცი დარჩება თუ არა ის იტალიაში, მაგრამ ”ნაპოლში” მან უკვე ამოწურა თავისი შესაძლებლობები.”
- 11 მაი 2013
- 2 499
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.