მადრიდის "რეალი" ნაჩოს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
მადრიდის "რეალის" 23 წლის მცველმა, მთავარ მწვრთნელზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ნაჩომ, რომელსაც კონტრაქტი 2014 წელს ეწურება, კარიერის დიდი ნაწილი მადრიდის "რეალი" მეორე გუნდში გაატარა და ძალისხმევას არ იშურებდა, რათა პირველი გუნდის სრულფასოვანი წევრი გამხდარიყო.
ესპანელმა მცველმა "ლა ლიგას" ბოლო 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა: "მალაგასთან", "ვალიადოლიდთან", "ატლეტიკოსა" და "ბეტისთან". მის მიერ გაწეული სამუშაოთ ჟოზე მოურინიო კმაყოფილია.
"მე ნაჩო ძალიან მომწონს. ის კარგად ვითარდება და მე მინდა შანსი მივცე."-განაცხადა მოურინიომ.
- 11 მაი 2013
- 1 333
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.