მოდრიჩი : "წასვლაზე არასდროს მიფიქრია"
ხორვატი ფეხბურთელის, ლუკა მოდრიჩის განცხადებით მას არ სურს მადრიდის "რეალის" დატოვება და ამ გუნდთან ერთად მრავალი ტიტულის მოგებას აპირებს...
"არ მიყვარს გუნდების ხშირი სვლა, ტოტენჰემშიც რამდენიმე სეზონი გავატარე და მადრიდში 1 წლით ნამდვილად არ გადმოვსულვარ, მე არასდროს მიფიქრია აქედან წასვლაზე და არც ხელმძღვანელობის მხრიდან ყოფილა ჩემი გაშვების სურვილი, მიმდინარე სეზონს ადაპტაციის პერიოდი დავარქვი, რომელიც ნამდვილად ნაყოფიერი გამოდგა, მომდევნო წლიდან კი სასტარტო თერთმეტეულზე სერიოზულ პრეტენზიას განვაცხადებ."
"ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ არც შემოთავაზებები მქონია და არც მსურს წასვლა, მადრიდის რეალში თავს კარგად ვგრძნობ და მსიამოვნებს თეთრი მაისურის მორგება, ეს ხომ ლეგენდარული კლუბი გახლავთ, სადაც მოტივაცია არასდროს განიცდის ნაკლებობას."
- 10 მაი 2013
- 1 813
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.